საუკეთესოთა შორის საუკეთესონი მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად დასახელდნენ.
აღსანიშნავია, რომ "ოცნების გუნდში" ათი ყოფილი მოთამაშეა და მხოლოდ ერთია მოქმედი - რა თქმა უნდა, ეს "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია.
ექსპერტებმა კარში ადგილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულ მეკარეს, ლევ იაშინს მიაკუთვნეს, გამოკითხვაში კი სხვებზე შედარებით მეტი ხმა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა მიიღო.
World Soccer-ის სიმბოლური ნაკრები, რომელიც 4-4-2 სქემით შეადგინეს, ასე გამოიყურება:
მეკარე:
ლევ იაშინი
კაფუ
ბობი მური
ფრანც ბეკენბაუერი
პაოლო მალდინი
ნახევარმცველები:
ზინედინ ზიდანი
ალფრედო დი სტეფანო
იოჰან კრუიფი
დიეგო მარადონა
ფორვარდები:
პელე
ლიონელ მესი