მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს უთუოდ წარმატებაა, რადგან საქართველოს ნაკრები 19-წლამდელთა ასპარეზზე ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.
პირველი ფინალისტი სწორედ "ჩვენი ჯგუფის" წარმომადგენელი გახდა - სერბეთის ნაკრებმა პორტუგალიისას დრამატიზმით აღსავსე პენალტების სერიაში აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ამ სერიაში სერბთა გოლკიპერმა პრედრაგ რაიკოვიჩმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ხოლო გამარჯვების დარტყმის ავტორი ალექსანდარ მიტროვიჩია. ამ ასაკობრივ ჯგუფში
ალიტუსში ანგარიში უროშ ჯურჯევიჩმა ბრწყინვალე თავურით გახსნა. პორტუგალიელთა უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა, რასაც ბერნარდო სილვას და ალეშანდრე გუედეშის გოლები მოყვა.
ის იყო პორტუგალიამ თავი ფინალში დაიბევა, რომ მიატ გაჩინოვიჩმა გაათანაბრა - 2:2. მატჩის დასრულებამდე 5 წუთიღა რჩებოდა... დამატებით ტაიმებში ისეთი არაფერი მომხდარა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა...
მეორე ფინალისტიც "ჩვენი ჯგუფიდანაა", არც ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა 90 წუთში. გამარჯვების გოლი ესპანელთა კარში გვინეური წარმოშობის ანტუან კონტემ 105-ე წუთზე გაიტანა.
სერბეთი-პორტუგალია 2:2 (3:2 პენ. სერია)
გოლები: 1:0 ჯურჯევიჩი (6), 1:1 ბერნარდო სილვა (55), 1:2 გუედეში (79), 2:2 გაჩინოვიჩი (85)
ესპანეთი-საფრანგეთი 1:2 (1:1 ძირითადი დრო)
გოლები: 1:0 ხოსე როდრიგესი (27-პენ), 1:1 ბენზია (29), 1:2 კონტე (105)
1 აგვისტო
სერბეთი-საფრანგეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!