ოჰარას საცოლე ქორწილისთვის ვერ იცლის

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ჯეიმი ოჰარამ და მისმა საცოლემ, ბრიტანელმა მოდელმა დანიელ ლოიდმა ქორწინება 2011 წლისთვის გადადეს.

საქმე ისაა, რომ ამ ზაფხულს დანეილმა ჯეიმის შვილი გაუჩინა და ახლა წყვილი თავისუფალ დროს მთლიანად პატარას უთმობს. სწორედ ამიტომ, წყვილი პომპეზური ქორწილის გადახდას ვერ ახერხებს.

"ბავშვის დაბადების შემდეგ დანიელი და ჯეინი მიხვდნენ, რომ ოჯახური ცხოვრება საკმაოდ რთულია. მათ გადაწყვიტეს, ქორწილი მოგვიანებით გადაიხადონ, ახლა კი მთელი ყურადღება ვაჟიშვილსა და კარიერას დაუთმონ. დენიელსა და ჯეიმის ერთმანეთთან კვლავ დიდი სიყვარული აკავშირებთ და მათ ურთიერთობაში ხინჯი არ არსებს", -
განუცხადა ჟურნალისტებს ლოიდის პრესმდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ლოიდმა მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მკაცრი დიეტა დაიცვა, რითაც შთამბეჭდავი ფიგურა შეინარჩუნა და თავისი გულშემატკივრების გასახარად არაერთ ინტიმურ ფოტოსესიაში ძველებურად გაიბრწყინა.

მომზადებულია THESPOILER.CO.UK-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული