არნემის "ვიტესმა" ლონდონის "ჩელსიდან" იჯარით მცველი აიყვანა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 18 წლის მცველი კრისტიან კუევასი კარიერას არნემის "ვიტესში" გააგრძელებს, რომლის მფლობელი მერაბ ჟორდანიაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბი ავრცელებს.

კუევასი "ჩელსის" ფეხბურთელი ივლისის ბოლოს გახდა, თუმცა მას ძირითად შემადგენლობაში კი არა ახალგაზრდულ გუნდშიც არ მოიაზრებენ.

კუევასის აქტივში ჩილეს ახალგაზრდულ ნაკრებში 12 ჩატარებული მატჩია, სადაც ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ არნემის "ვიტესში" სამი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული