ტატუს ოსტატი აგერი, პოლიტიკოსი პავლიუჩენკო, ბინგოს მოყვარული რონალდო და სხვები

AutoSharing Option
უქმეებზე ფეხბურთელებს ოფლისღვრა უწევთ, მაგრამ ეგრეთ წოდებ სამუშაო დღეებში, დილის ვარჯიშის შემდეგ, მათ უმეტესობას დრო თავზესაყრელად რჩებათ. საყოველთაოდ დამკვიდრდა მოსაზრება, რომ დასვენებისას ფეხბურთელები ან "ექსბოქსთან" თამაშით კლავენ დროს, ან კიდევ ღამის კლუბებს იმხობენ თავზე. მოდი, გაგაცნობთ ცნობილ ფეხბურთელთა უცნაურ ჰობებს.

რომან პავლიუჩენკო, პოლიტიკოსი, ქალაქის საკრებულოს წევრი
"ტოტენჰემის" ყოფილი ფორვარდი ახლა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობს. 31 წლის ფეხბურთელი პოლიტიკით არის დაინტერესებული და ის მშობლიური ქალაქის, სტავროპოლის საკრებულოს წევრიცაა, ვლადიმირ პუტინის პარტიიდან.

თეო უოლკოტი, საბავშვო მწერალი
ინგლისის ნაკრების ფორვარდმა 2009 წელს "რენდომ ჰაუსთან"
ხელშეკრულება გააფორმა და 4 წიგნის დაწერა იტვირთა. ეს არის გასართობი ნოველები, რომელიც თეოს სკოლის მოსწავლეობის პერიოდში თავს გადახდა. 24 წლის არსენალელს საკუთარი ვებსაიტიც აქვს, სადაც ის თავის წიგნებს არეკლამებს ყმაწვილ ტი ჯეიზე, რომელიც სკოლის ფეხბურთელთა გუნდის წევრია. აქვე დავამატებთ, რომ თეო წარმატებული მწერალია, მისი წიგნები კარგად იყიდება.

კრიშტიანო რონალდო, ბინგოს ფანი
პორტუგალიელმა მეგავარსკვლავმა ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, რომ ბინგოს თამაშის ფანია. "ძალიან მიყვარს ეს თამაში, როცა მხოლოდ ერთ ნომერს ელოდები, რომ მოიგო თამაში, ძალიან კარგად ვერთობი", - განუცხადა პორტუგალიურ ჟურნალს კრიშტიანომ.

ანდრეი არშავინი, მოდის დიზაინერი
სანამ "არსენალის" ვარსკვლავი გახდებოდა, რუსი სანკტ პეტერბურგის დიზაინისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობდა. მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, ძირითადად სპორტული სამოსის, თუმცა არც ქალთა ტანსაცმელი დავიწყნია. "ამ ნიმუშთაგან ზოგიერთი თავიდან ბოლომდე მე შევქმენი", - ამაყად განუცხადა ანდრეიმ "დეილი მეილს".

დიმიტარ ბერბატოვი, კარიკატურისტი
საქვეყნოდ ცნობილი ბულგარელი თავდამსხმელი არანაკლებ ნიჭს ავლენს, როცა ხელში ფანქარს იღებს და კარიკატურებს ხატავს. წლის დასაწყისში მან გადაწყვიტა, საზოგადოებასაც გაანდოს თავისი ნამუშევრები და მათი "ფეისბუქზე" გამოქვეყნება დაიწყო. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მისის კარიკატურები უბრალოდ ფანტასტიკურია. განსაკუთრებით ბრუს უილისის, ჰიუ ჰეფნერისა და მარლონ ბრანდოსი.

დანიელ აგერი, ტატუს ოსტატი
თუ ბერბატოვს ხატვა ფურცელზე უყვარს, "ლივერპულის" მცველი დანიელ აგერი საამისოდ ადამიანის სხეულს იყენებს. დიახ, დანიელი ცენტრალური მცველი ტატუს ოსტატია! სხვათა შორის, ის ამ საქმის პროფესიონალია და შესაბამისი სერთიფიკატიც აქვს.

მანუელ ალმუნია, ისტორიკოსი
საყოველთაოდ დამკვიდრებულია, რომ ფეხბურთელებს ძნელად თუ წააკითხებთ წიგნებს, მაგრამ ეს ესპანელ მეკარეს არ ეხება. "უოტფორდის" გოლკიპერი ისტორიით გატაცებულია. მას განსაკუთრებით აინტერესებს ევროპის ტერიტორიაზე მომხდარი ბრძოლების ისტორია, თითქმის ყველა ცნობილი ბრძოლის ველი მოვლილი აქვს და წიგნი შესწავლილი.

"სადაც არ უნდა წახვიდეთ ევროპაში, ყველგან ნახავთ მეორე მსოფლიო ომის ნაკვალევს", - აცხადებდა ალმუნია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "არსენალში" თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ ამ იდეით მანუელი მას მერე არის გატაცებული, რაც ფილმი, "რიგითი რაიანის გადასარჩენად" ნახა.

მაიკლ ოუენი, პილოტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შვეულმფრენის პილოტის ლიცენზია მოიპოვა. ეს გატაცება პირველად მაშინ დაეწყო, როცა შვეულმფრენი იყიდა, რათა ჩეშირის სახლიდან ნიუკასლში ვარჯიშებზე ეფრინა. შემდეგ კი გადაწყვიტა, საფრენი აპარატი თავად ემართა. ასე რომ, შეეძლო სავარჯიშოდ შვეულმფრენით მარტო წასვლა. 33 წლის მაიკლმა კარიერა დაასრულა და ახლა შეუძლია იფრინოს რამდენიც სურს.

ნოლბერტო სოლანო, მუსიკოსი
როცა პერუელი "ნიუკასლში" თამაშობდა, მან საკუთარი სალსას სტილის ჯგუფი დაარსა "ჯორდი ლატინოსი". "ფორ ფორ თუს" ერთხელ ნოლბერტომ განუცხადა, რომ ლათინური ჯაზის დუეტიც კი ჩაწერა "ასტონ ვილას" ფორვარდ დიონ დაბლინთან ერთად.

მორიც ფოლცი, ტორტის მცხობელი
"ფულჰემის" ყოფილ მარჯვენა მცველს ასეთი ტრადიცია ჰქონდა, მატჩის წინ ის ტორტს აცხობდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების ფიგურებით. გერმანელი ცხობაში გაწაფულია.

ფოტოები

Sportall.Ge
დანიელ აგერი სერტიფიცირებული ტატუს ოსტატია

Sportall.Ge
დიმიტარ ბერბატოვი და მისი კარიკატურა "მარლონ ბრანდო"

Sportall.Ge
მაიკლ ოუენი უჩვეულო ამპლუაში

Sportall.Ge
ნოლბერტო სოლანო კარგი მუსიკოსია

Sportall.Ge
თეო უოლკოტი მოთხრობებს ვებ საიტზე არეკლამებს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული