ხოსეპ გვარდიოლამ ბუნდესლიგა მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
9 აგვისტოს ნამდვილი საკლუბო სეზონი დაიწყო - ევროპის ხუთი მოწინავე ჩემპიონატიდან ორს სტარტი მიეცა.

ორივეგან ჩემპიონები ჩაებნენ ბრძოლაში: ბუნდესლიგაში "ბაიერნმა" ტიტულის დაცვა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დამარცხებით დაიწყო - 3:1, ხოლო ფრანგულ ლიგა 1-ში "პარი სენ-ჟერმენი" მარცხს ძლივს დაუძვრა 10-კაციან "მონპელიესთან" შეხვედრაში - 1:1.

ხოსეპ გვარდიოლამ თავისი პირველი ბუნდესლიგური გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. რეკორდმაისტერი მალევე დაწინაურდა: მე-12 წუთზე ფრანკ რიბერის პასით არიენ რობენმა წლევანდელი ბუნდესლიგის პირველი გოლი გაიტანა, 4 წუთში კი მარიო მანჯუკიჩმა (სავარაუდოდ, თამაშგარე მდგომარეობიდან) ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა.

მე-40 წუთზე დანტემ
კურიოზულ სიტუაციაში საკუთარი კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის ყველაზე საინტერესო 30-წამიან მონაკვეთში "გლადბახის კარში ორი (!) პენალტი დაინიშნა, თომას მიულერის დარტყმული მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ იქვე ალვარო დომინგესმა ხელით ითამაშა, დავიდ ალაბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი კი უნაკლო იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული