ელიტურ მწვრთნელთა ფორუმზე ევროპული ფეხბურთის მომავალს განიხილავენ

AutoSharing Option
4-5 სექტემბერს უეფა ელიტურ მწვრთნელთა რიგით მე-15 ფორუმს გამართავს, რომელზეც მსოფლიოს მოწინავე სპეციალისტები არიან მიწვეულნი.

ისინი ევროპული ფეხბურთის განვითარების პერიპეტიებს, ტენდენციებს და სხვა მრავალს განიხილავენ.

მწვრთნელებმა უნდა ჩამოაყალიბონ წინადადებები უეფასადმი, რომელთა წყალობითაც ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანიზაცია გააგრძელებს ფეხბურთის განვითარების პროგრამას კონტინენტზე.

ჩამოვთვლით იმ მწვთნელებს, რომელთაც უკვე დაადასტურეს უეფას ფორუმზე მონაწილეობა:
არსენ ვენგერი (არსენალი); ნილ ლენონი (სელტიკი), იურგენ კლოპი (დორტმუნდი); ფათიჰ თერიმი (გალათასარაი); ანტონიო კონტე (იუვენტუსი); მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი); მასიმილიანო ალეგრი (მილანი); პაულუ ფონსეკა (პორტუ); კარლო ანჩელოტი (რეალი); ჟოზე მოურინიო
(ჩელსი); იენს კელერი (შალკე); მირჩა ლუჩესკუ (შახტარი); მიროსლავ ჯუკიჩი (ვალენსია); მურატ იაკინი (ბაზელი); ჟორჟე ჟეზუში (ბენფიკა); რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი); ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო); ანდრე ვილაშ-ბოაში (ტოტენჰემი); ყურბან ბერდიევი (რუბინი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული