ბაიერნი-ჩელსი 2:2 (პენ. 5:4) - პეპის პირველი ტიტული "ბაიერნში" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის სუპერთასის მფლობელი მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, რომელმაც ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ხოსეპ გვარდოლას გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში კი ფლობდა, მაგრამ გაცილებით სახიფათო მომენტებს "ჩელსი" ჰქმნიდა, რომელიც ამ შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდა და უკვე გამარჯვების აღსანიშნავადაც ემზადებოდა, როდესაც ხავი მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა.

გამეორდა 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სიუჟეტი, როდესაც ერთ-ერთმა გუნდმა (ამჯერად "ბაიერნმა") ანგარიში შეხვედრის ბოლოს გაათანაბრა და შემდეგ პენალტების სერიაში იმარჯვა.

ამ გამარჯვებით დასრულდა "გერმანელთა წყევლა" - აქამდე, გერმანულ კლუბებს სუპერთასის შვიდივე ფინალი წაგებული ჰქონდათ, "ბაიერნმა" კი
ეს ტიტული მეოთხე ცდიდან მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის სუპერთასი
ბაიერნი-ჩელსი 2:2 პენ. 5:4
გოლები: 0:1 ფ. ტორესი (8), 1:1 რიბერი (47), 1:2 აზარი (93), 2:2 ხავი მარტინესი (120)
პენალტების სერია: 1:0 ალაბა, 1:1 დავიდ ლუისი, 2:1 კროოსი, 2:2 ოსკარი, 3:2 ლამი, 3:3 ლამპარდი, 4:3 რიბერი, 4:4 ე. კოული, 5:4 შაქირი, 5:4 ლუკაკუ (მეკარე)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (56. ხავი მარტინესი), ბოატენგი, დანტე, ალაბა - კროოსი - რობენი (95. შაჩირი), მიულერი (71. გიოტცე), ლამი, რიბერი - მანჯუკიჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - რამირესი, ლამპარდი - შიურლე (87. ობი მიკელი), ოსკარი, აზარი (113. ტერი) - ფ. ტორესი (98. ლუკაკუ)
გაფრთხილება: რიბერი, ჯ. ბოატენგი - კეჰილი, დავიდ ლუისი, რამირესი, ფ. ტორესი, ლუკაკუ, ე. კოული, ივანოვიჩი
გაძევება: რამირესი (86. ჩელსი)
კუთხური: 15-5; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 37-14 (19-9); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 21 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ბაიერნს!!2012 უსამართლოდ არავინ გაიმარჯვა ჩელსიმ ნაპოლისთან და ბარსასთან რაც ითამაშა ჯერ მაგიტომ იმსახურებდა მოგებას რომ არ ვთქვათ ბოლო ათი წლის გზა და 2008 წლის ფინალის ტრაგედია, გვარდიოლა გააგდებინა გუნდიდან ბაიერნმა კი ვილანოვას ბარსა გაანადგურა!!ბაიერნის გამარჯვება ფეხბურთის გამარჯვებაა და ჩელსის გამარჯვება უფრო მეტის!
vaxo
11:52 01-09-2013
0
ორი წლის წინ ჩელსიმ რომ უსამართლოდ გაიმარჯვა დაგავიწყდათ????ასე რომ შეეგუეთ ჩელსის გულშემატკივრები ამ დამარცხებას, ღირსეული და იდენტური რევანში იყო! ბაიერნი ყოველთვის აბრუნებს თავის ვალს: მანჩესტერი, რეალი, ბარსელონა, ჩელსი. ყველა ამ გუნდს მიეზღო სამაგიერო მსოფლიოს უძლიერესი გუნდისგან. ასე რომ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება :DDDD
bayern rules
00:31 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული