ესპანეთი-ჩილე 2:2 - ვისენტე დელ ბოსკე "ინგლისელებმა" გადაარჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ბოლოს 2011 წლის ნოემბერში წააგო. ეს სერია კინაღამ ჟენევაში შეწყდა, სადაც "ფურია როხამ" ჩილესთან ითამაშა და მარცხს შეხვედრის ბოლო წამებზე გადაურჩა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ესპანელთა რამდენიმე ლიდერს - იკერ კასილიასი, დავიდ სილვა და ჟორდი ალბა ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა "რეალის" ახალგაზრდა მცველმა ნაჩომ, რომელმაც მინდორზე ბოლო 30 წუთი გაატარა.

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი "ინგლისელებმა" იხსნეს - "ტოტენჰემში" გადასულმა რობერტო სოლდადომ თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის
ბოლო გოლი კი "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ხესუს ნავასმა მაშინ გაიტანა, როდესაც უკვე არბიტრის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა.

სამხრეთამერიკელთაგან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ედუარდო ვარგასი იყო, რომელმაც ვიქტორ ვალდესი პირველივე ტაიმში ორჯერ დაამწუხრა. "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა ჯერ გონსალო ხარას პასი გამოიყენა, შემდეგ კი ალექსის სანჩესის გადაცემა შეირგო.

"დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ და ამაში მთავარი წვლილი მეტოქეს მიუძღვის. მათმა პრესინგმა და სისწრაფემ ბურთის გადათამაშების საშუალება არ მოგვცა.

ჩილეს ნაკრები და მათი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი შექებას იმსახურებენ, თუმცა ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, ფრე ნამდვილად დავიმსახურეთ,"
- განაცხადა თამაშის შემდეგ დელ ბოსკემ.

მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს გამართავს - პირენეელები ბელორუსს უმასპინძლებენ, 4 დღეში კი უკვე საქართველოს ნაკრებს დახვდებიან.

ამხანაგური მატჩი
ესპანეთი-ჩილე 2:2
გოლები: 0:1 ე. ვარგასი (5), 1:1 სოლდადო (37), 1:2 ე. ვარგასი (44), 2:2 ხესუს ნავასი (90)
ესპანეთი (4-3-3): ვალდესი (59. რეინა) - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი (59. ნაჩო), ნაჩო მონრეალი - ჩავი (46. ხესუს ნავასი), ხავი გარსია (79. კოკე), ფაბრეგასი (46. ინიესტა) - პედრო, სოლდადო (66. ნეგრედო), სანტი კასორლა
ჩილე (3-5-2): ბრავო - მარკოს გონსალესი, მედელი, გ. ხარა (46. კ. კარმონა) - ისლა, მ. დიასი, ვიდალი, დ. პისარო (46. ფ. სილვა), მენა - ა. სანჩესი (90. ხ. ფერნანდესი), ე. ვარგასი (86. ბოსეჟური)
გაფრთხილება: ფაბრეგასი, სანტი კასორლა - ვიდალი

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი ჩილესთან მარცხს ბოლო წამებზე დაუძვრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული