"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკე ის ადამიანი გახლდათ, რომელიც მადრიდის "რეალში" "ინტერიდან" გადმოსულ რონალდო ნაზარიოს მთავარ მწვრთნელად დახვდა. ეს ტრანსფერი 2002 წელს შედგა. 

რონალდო მხიარული ადამიანი იყო, რითაც სხვა ვარსკვლავებთან, როგორებიც იყვნენ რაული, ზინედინ ზიდანი, ფერნანდო იერო, ლუის ფიგუ და ა.შ. თავი მარტივად დაიმკვიდრა. 

დელ ბოსკემ ბრაზილიელ შემტევზე მცირედი ეპიზოდები გაიხსენა: 

"ის გახლდათ ფეხბურთელი, რომელიც როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ უყვარდათ. ის დიდებული ადამიანია. მას არასდროს მოსწონდა, როდესაც მის გარშემო ადამიანი მოწყენილი იყო. ის ჩვენთან ბედნიერი გახლდათ. 

რონალდო ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენ,
ისედაც ძლიერები, კიდევ უფრო გაგვაძლიერა. მისი ტალანტი გასაოცარი გახლდათ. 

პირველივე სეზონში ნაზარიოსთან ერთად "თეთრებმა" ლა ლიგა მოიგეს. ის მადრიდში, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, ისე ჩამოვიდა. მათ იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიგეს. სასიხარულო ისაა, რომ სწორედ რონალდოს ორი გოლის მეშვეობით იმარჯვეს. "ინტერში" მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ბრაზილიელმა თითქმის 2 წელი გამოტოვა, თუმცა მსოფლიო უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რითაც ყველა გააოცა. 

მჯერა, თუ ის ამდენ ტრავმას არ მიიღებდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მიუხედავად დიდებული ტალანტისა, ტრავმიანობა მაინც მის თამაშს დაღს ასვამდა, თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ", - განაცხადა "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით


alt"ორივე ძალიან კარგია, მაგრამ..." - რაფაელ ნადალმა თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 1 /
მას სამართლიანად თვლიან ყველა დროის საუკეთესო ფორვარდად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად! მან, მილიონობით გულშემატკივარს ფეხბურთი შეაყვარა და მათ შორის მეც... ის უბრალოდ არაამქვეყნიურ და ფანტსტიურ შოუებს დგამდა მინდორზე! რომ არა ტრავმა, ის ალბათ, საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა... ფენომენი და ამით ყველაფერი ნათქვამია!
ვახო...
17:09 19-02-2021
1

სიახლეები პოპულარული