"რეალი","ბარსელონა","იუვენტუსი"... ჟოზე მოურინიოს თასზე!

AutoSharing Option
მადრიდულმა კლუბმა "დეპორტივო კანილიასმა" გადაწყვიტა, ჟოზე მოურინიოს სახელობის ტურნირი ჩაატაროს.

პირველი ტურნირი 20-22 სექტემბერს გაიმართება - ჟოზე მოურინიოს ტურნირი საერთაშორისოა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის.

საქმე იმაშია, რომ ამ კლუბის ასაკობრივი გუნდის კარს იცავდა ჟოზეს 14 წლის ვაჟი ჟოზე მარია მოურინიო და მის თამაშებს ძალიან ხშირად ესწრებოდა ჟოზე მარიას ცნობილი მამა. ჟოზე მოურინიოს სახელობის ტურნირზე მიწვეულია "ფულჰემი", სადაც გადავიდა ჟოზეს ვაჟი. სხვა მონაწილეები არიან: "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ვერდერი".

ჟოზე მოურინიო შეუნიშნავთ "დეპორტივო კანილიასის" სხვადასხვა ასაკის გუნდების მწვრთნელებს, როგორ აძლევდა დარიგებებს.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა კლუბის სარეგისტრაციო 8 ათასი ევრო თავად გადაიხადა და ფინანსურად შეეწია იმ ბავშვებსაც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სარეგისტრაციო საბუთების თანხის გადახდა.

ეს ტურნირი ტრადიციული გახდება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" მკვლელის ინსტიქტი აკლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ხო ეკლდა და უარესად აგიჟებენ!
brola
13:08 18-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული