დღის ცენტრალური შეხვედრა ყატარში გაიმართა, სადაც იქაურებს ნამდვილად არ უნანიათ არგენტინელებისა და ბრაზილიელთათვის დიდძალი თანხის გადახდა. ოდინდელმა საფეხბურთო მტრებმა ულამაზესი ფეხბურთი გააჩაღეს და იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, მაყურებელი მაინც ძალიან ასიამოვნეს.
მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, ლეო მესი ბრწყინვალე დრიბლინგით ერთბაშად ოთხ მეურვეს რომ გასცდა და არცთუ ძლიერი, მაგრამ ძალიან გამოზომილი დარტყმით მთელი არგენტინა რომ
ზემოთ ამ მატჩის სილამაზეზე ვისაუბრეთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდმა შემტევ ფეხბურთს მიანიჭა უპირატესობა და სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ანდრე ლუისის უძლიერესი დარტყმა, რომელიც არგენტინელთა კარის ხარიხამ უკუაგდო, და მესის შორეული გასროლა, როცა ბურთი ბრაზილიელთა კარის ძელს გარე მხრიდან გაეხახუნა.
ალბათ, შეამჩნევდით, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ისეთმა გამოჩენილმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებიც ნაკრების წინა მწვრთნელებმა მუნდიალზე არ წაიყვანეს – ცხადია, საუბარია რონალდინიოსა და უბერებელ ხავიერ ძანეტიზე. ახალი სახეები ორივე ბანაკში ვიხილეთ, მაგრამ ეს უფრო "სელესაოზე" ითქმის.
როგორც ჩანს, საფრანგეთის ნაკრები ლორან ბლანის ხელმძღვანელობით ნელ-ნელა გუნდს ემსგავსება. რაიმონ დომენეკის მიერ დანატოვარი უმძიმესი მემკვიდრეობის მწყობრში მოყვანას ალბათ, კიდევ ბევრი შრომა და დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ სამფეროვანთა ახალგაზრდა თავკაცის წარმატება სახეზეა. ფრანგებმა გუშინ ინგლისელებს მინიმალურად, მაგრამ მაინც დამაჯერებლად აჯობეს. ვეჭვობთ, ტრავმირებულთა სიმრავლე ფაბიო კაპელოს ალიბად გამოადგეს, მით უფრო, რომ მხცოვანი იტალიელისა ინგლისში ბევრს უკვე კარგა ხანია, აღარ სჯერა.
მატჩს "უემბლიზე" 85 ათასი მაყურებელი დაესწრო და სწორედ ამხელა პუბლიკის თვალწინ განიცადა კაპელოს ფორმაციის ნაკრებმა პირველი საშინაო მარცხი (იხილეთ ვიდეო). ამ უკანასკნელმა გუნდი 2007 წლის დეკემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ ხუთჯერ წააგო - სამჯერ სტუმრად და ერთხელაც ნეიტრალურ მოედანზე. ინგლისელების მიერ საკუთარ კედლებში ნაწვნევ წინა სიმწარეს კი ვფიქრობთ, განსაკუთრებული შეხსენება არც სჭირდება - 2007 წლის 21 ნოემბერს ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ "უემბლიზე" ხორვატებთან 2:3 იწვნია. ეს სტივ მაკლარენის უკანასკნელი სანაკრებო მატჩი გამოდგა.
"თამაში იმაზე გაცილებით უკეთესად შეგვიძლია, ვიდრე ეს დღეს გამიგვივიდა. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. დავმარცდით იმიტომ, რომ ბურთზე კონტროლის დაწესება ვერ შევძელით. სამომავლოდ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპონენტზე უნდა ვიმუშაოთ", - ასეთი კომენტარი გაუკეთა შეხვედრას რიო ფერდინანდმა.
იტალიელები ავსტრიულ კლაგენფურტში გამარჯვებისთვის ჩავიდნენ, მაგრამ მოვლენები იმგვარად წარიმართა, რომ საყაიმო შედეგითაც ბედნიერები დარჩნენ. ფაბიო კვალიარელამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "სკუადრა აძურასთვის" უაღრესად საჭირო ფეხბურთელია.
ვინძლო სხვა დროს გერმანელებს შვედებთან ნათამაშები ფრე წარმატებაც არ შეერაცხათ, მაგრამ ამჯერად ეს შედეგი ბუნდესგუნდის აქტივს უნდა მივათვალოთ - იოაჰიმ ლიოვმა ხომ შვედეთში მეტისმეტად სახეცვლილი და გაახალგაზრდავებული გუნდი ჩაიყვანა და იმის მიუხედავად, რომ სკანდინავებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლდათ, გერმანელები შინ მაინც კმაყოფილნი დაბრუნდნენ.
რუსებმა ვორონეჟში ბელგიელებს უმასპინძლეს და მატჩის უპირობო ფავორიტები კი იყვნენ, მაგრამ საშუალოზე დაბალი დონის მეტოქესთან უიმედოდ დამარცხდნენ. უნდა გავიხსენოთ, რომ რუსთა ამჟამინდელი თავკაცი დიკ ადვოკაატი ახლო წარსულში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
აქვე ვახსენოთ ის გუნდებიც, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ხორვატია-მალტის ოფიციალური მატჩის მიმოხილვას ცალკე წაიკითხავთ, ებრაელებმა კი ისლანდიელებს პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და საქმე მოთავებულად მიიჩნიეს, რისთვისაც კინაღამ დაისაჯნენ. საბერძნეთმა მძიმე ბრძოლა მოიგო ავსტრიაში, ლატვიელთა მიერ ჩინეთში განცდილ მარცხს კი განსაკუთრებულ მოულოდნელობად ნამდვილად ვერ შევაფასებთ.
პორტუგალიელებს ცხადია, ერჩივნათ, სამხრეთ აფრიკაში დაემტკიცებინათ, რომ მეზობელ ესპანელებს სჯობიან, მაგრამ მუნდიალის მერვედფინალში განცდილი მატჩისთვის რევანში რონალდუსა და კომპანიას საკუთარი ძალების რწმენას გაუათკეცებს. ვერაფერს იტყვი, მერე რა, რომ მატჩი ამხანაგური იყო - პორტუგალიელებმა მსოფლიო ჩემპიონებისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს (იხილეთ ვიდეო). კარლუშ კეირუშის დათხოვნა პორტუგალიას აშკარად წაადგა - მისი ახალგაზრდა მემკვიდრე პაულუ ბენტუ საქმეს თავს გაცილებით უკეთ ართმევს.
არგენტინა-ბრაზილია 1:0
არგენტინა: რომერო, ხ. ძანეტი, ბურდისო, პარეხა, ჰაინცე, პასტორე (70. დ"ალესანდრო), დი მარია, მასკერანო, ბანეგა, მესი, იგუაინი (46. ლავეცი).
ბრაზილია: ვიქტორი, დანიელ ალვეში, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი, დავიდ ლუისი, რამირესი (85. ჟუსილეი), ლუკასი, ელიასი, რონალდინიო (73. დუგლასი), რობინიო, ნეიმარი (77. ანდრე).
გოლი: 1:0 მესი (90)
დავიდ ლუისი ხარიხა
მესის დარტყმამ ძელს გაუხახუნა
პორტუგალია-ესპანეთი 4:0
პორტუგალია: ედუარდუ (46. რუი პატრისიუ), ჟოაუ პერეირა, ბრუნო ალვეში, რიკარდუ კარვალიუ (46. პეპე), ჟოზე ბოსინგვა, კარლუშ მარტინში (63. მანუელ ფერნანდეში), რაულ მეირელეში, ჟოაუ მუტინიუ, კრიშტიანუ რონალდუ (46. დანი), ნანი (88. პაულუ მაჩადუ), ელდერ პოშტიგა (76. უგო ალმეიდა).
ესპანეთი: კასილასი, სერხიო რამოსი, პიკე (46. მარჩენა), პუიოლი (73. არბელოა), კაპდევილა, ხავი (46. ფაბრეგასი), ბუსკეტსი, ხაბი ალონსო (58. კასორლა), ინიესტა (58. ლორენტე), დავიდ სილვა, ვილია (46. ტორესი).
გოლები: 1:0 კარლუშ მარტინში (45), 2:0 ელდერ პოშტიგა (49), 3:0 ელდერ პოშტიგა (68), 4:0 უგო ალმეიდა (90)
ინგლისი-საფრანგეთი 1:2
ინგლისი: ფოსტერი, გიბსი (72. უორნოკი), ფერდინანდი (46. მ. რიჩარდსი), იაგიელკა, ლესკოტი, ბერი (46. ა. ჯონსონი), უოლკოტი (46. იანგი), ჯერარდი (85. კრაუჩი), მილნერი, ჰენდერსონი, ე. კეროლი (72. ბოტროიდი)
საფრანგეთი: ლორისი, სანია (87. რევეიერი), მექსესი (46. მ. სახო), რამი, აბიდალი, ვალბუენა (68. ა. დიარა), მალუდა (77. პაიე), გურკუფი (85. ოარო), ნასრი, მვილა, ბენზემა (67. რემი).
გოლები: 0:1 ბენზემა (16), 0:2 ვალბუენა (55), 1:2 კრაუჩი (86)
შვედეთი-გერმანია 0:0
გერმანია: ადლერი, ბოატენგი (46. ბეკი), ვესტერმანი, ჰუმელსი, შმელცერი, ხედირა (59. კროოსი), შვაინშტაიგერი (60. კაკაუ), გროსკროიტცი (78. გიოტცე), ჰოლტბი (78. შიურლე), მარინი (60. ტრეში), გომესი.
რუმინეთი-იტალია 1:1
იტალია: ვივიანო, სანტონი (60. კასანი), რანოკია, ლედესმა (46. დე როსი), 80. პაცინი) ბონუჩი, ბალძარეტი, აკვილანი, დიამანტი (46. პირლო), მაური, ბალოტელი (60. კვალიარელა), როსი (46. ჯილარდინო).
გოლები: 1:0 მარიკა (34), 1:1 კვალიარელა (82)
ჩინეთი-ლატვია 1:0
გოლი: 1:0 იუ ხუ (90)
ჰონგ კონგი-პარაგვაი 0:7
გოლები: 0:1 სანტა კრუზი (4), 0:2 ბარეტო (30), 0:3 სანტა კრუზი (32), 0:4 ორტიგოსა (46), 0:5 ორტიგოსა (54), 0:6 მ. რივეროსი (74), 0:7 კ. რივეროსი (90)
ჩერნოგორია-აზერბაიჯანი 2:0
გოლები: 1:0 პეიოვიჩი (62), 2:0 ბეჩირაი (74)
ომანი-ბელარუსი 0:4
გოლები: 0:1 მარტინოვიჩი (5), 0:2 მარტინოვიჩი (11), 0:3 ვ. გლები (35), 0:4 როდიონოვი (57. პენ.)
სლოვაკეთი-ბოსნია 2:3
გოლები: 1:0 სებო (3), 1:1 მედუნიანინი (28), 1:2 პიანიჩი (50), 1:3 ჯეკო (60), 2:3 გრაიჩიარი (64)
რუსეთი-ბელგია 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 0:2 ლუკაკუ (73)
ესტონეთი-ლიხტენშტეინი 1:1
გოლები: 0:1 ფრიკი (35), 1:1 ვასილიევი (57. პენ.)
ალბანეთი-მაკედონია 0:0
ბულგარეთი-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 ჟიგიჩი (80)
გაძევება: ჟიგიჩი (90)
უნგრეთი-ლიტვა 2:0
გოლები: 1:0 პრისკინი (61), 2:0 ჯუჯაკი (80)
ეგვიპტე-ავსტრალია 3:0
გოლები: 1:0 ზაჰერი (29), 2:0 გადო (60), 3:0 მ. ზიდანი (90)
ისრაელი-ისლანდია 3:2
გოლები: 1:0 დამარი (5), 2:0 დამარი (14), 3:0 რაფაელოვი (27), 3:1 ფინბოგასონი (78), 3:2 სიგტორსონი (84)
დანია-ჩეხეთი 0:0
ლუქსემბურგი-ალჟირი 0:0
შვეიცარია-უკრაინა 2:2
გოლები: 1:0 ფრაი (40), 1:1 ალიევი (48), 2:1 ფრაი (63), 2:2 კონოპლიანკა (75)
ავსტრია-საბერძნეთი 1:2
გოლები: 0:1 სამარასი (48), 1:1 ფუქსი (67), 1:2 გოტაკისი (81)
ჰოლანდია-თურქეთი 1:0
გოლი: 1:0 ჰუნტელაარი (52)
პოლონეთი-კოტ დივუარი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (19), 1:1 ჟერვინიო (45), 2:1 ობრანიაკი (65), 3:1 ლევანდოვსკი (80)
სამხრეთ აფრიკა-აშშ 0:1
გოლი: 0:1 აგუდელო (84)
ჩრდ. ირლანდია-მაროკო 1:1
გოლები: 0:1 შამახი (56), 1:1 პატერსონი (86. პენ.)
ირლანდია-ნორვეგია 1:2
გოლები: 1:0 სონგი (5. პენ.)