ერთმანეთს გუნდები "შილიასი" და "ტრაკაი" დაუპირისპირდნენ, თამაში კი ისეთ მოედანზე წარიმართა, სიტყვა ჭაობი რომ უფრო შეეფერება და სწორედ ამის გამო შეხვედრა კარგი სანახავი გამოვიდა.
ფეხბურთელებს პირველ წუთებში გაუჭირდათ, თორემ მერე და მერე, როცა თავით-ფეხებამდე გატალახიანდნენ, ისე გაერთნენ, გოლიც ორიგინალურად აღნიშნეს - მოედანზე გაჩენილ დიდ გუბეში იჭყუმპალავეს.
რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, მოთამაშეებმა 90 წუთის განმავლობაში სულ რამდენიმე ზუსტი პასი შეასრულეს, თუმცა ერთი