ამის შესახებ თურქული გრანდის დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ გუნდის შედეგები არ შეესაბამება მის პოტენციალს.
თურქეთის ჩემპიონატში "გალა" ჯერჯერობით მე-10 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში "ლომები" შინ მადრიდის "რეალთან" შერცხვნენ - 1:6.
უკვე ცნობილია "გალათასარაის" სავარაუდო დამრიგებელი - 65 წლის ჰოლანდიელი დიკ ადვოკაატი. ჰოლანდიური მედიის თანახმად, თურქული კლუბის ხელმძღვანელობა უკვე მართავს მოლაპარაკებას ადვოკაატთან.
შეგახსენებთ, რომ "გალაში" ერთი ჰოლანდიელი თამაშობს - ვესლი სნეიდერი.
სავარაუდო კანდიდატებში ასახელებენ იტალიელ რობერტო მანჩინისაც.
ასევე
34 ათასი თურქი ფანი სტადიონზე ფათიჰ თერიმის ნიღბით მივა