ბილეთების მყიდველების უმეტესობა ბრაზილიელი გულშემატკივარია, რომლებიც მზად არიან, 3.4 მილიონი ბილეთი იყიდონ.
არგენტინელებმა 223 685 განაცხადი გააგზავნეს, ხოლო ამერიკელებმა - 175 122.
ჯამში განაცხადები 200 ქვეყნიდან შევიდა. ვარაუდობენ, რომ საერთო ჯამში 3.3 მილიონი ბილეთი გაიყიდება, პირველ ეტაპზე კი 1 მილიონი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით