ფაუსტინო ასპრილიას პორნოფილმში გადაღება შესთავაზეს

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ფაუსტინო ასპრილიას პორნომსახიობობა შესთავაზეს.

"ნიუკასლისა" და "პარმას" ყოფილ ფეხბურთელს სკანდალები არც უწინ აკლდა - დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალში შიშველმა იპოზიორა, ხუთი წლის წინ კი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გამო დააკავა.

ამჯერად ფაუსტინოს "ნიჭის" გამოყენებით კოლუმბიის ერთ-ერთი ცნობილი პორნოსტუდია "სანტა-ლატინა" დაინტერესდა. სტუდიამ სკანდალურ ფეხბურთელს მოკლევადიანი კონტრაქტიც შესთავაზა.

საინტერესოა მიმართვის ტექსტი, რომელიც სტუდიამ ფაუსტინოს გაუგზავნა.

"პატივცემულო ფაუსტინო ასპრილია. ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალს თქვენს წარმატებულ კარიერას, რამაც კოლუმბიის ეროვნულ სიმბოლოდ გაქციათ.

დარწმუნებულნ
ი ვართ, რომ ცხოვრების თქვენეული სტილი და ის დისკუსია, რისი მიზეზიც თქვენ გამხდარხართ, უფლებას გვაძლევს, მოგმართოთ ამ წინადადებით.

როგორც იცით, "სანტა-ლატინა" - ეს არის კომპანია უფროსებისთვის. ჩვენ გთავაზობთ 20 მილიონ პესოს პორნომსახიობად ერთკვირიანი მუშაობისთვის.

ეს უნიკალური წინადადებაა, რომელიც თქვენგან დროულ პასუხს მოითხოვს".

Sportall.Geცნობისთვის, 20 მილიონი კოლუმბიური პესო სულ რაღაც 8 ათასი ევროა, თუმცა ერთკვირიანი "მუშაობისთვის" ურიგო ანაზღაურება ნამდვილად არაა.

განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო პორნოსტუდიის მიერ ასპრილიასადმი მიწერილი წერილის ბოლო აბზაცია, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ:

"დარწმუნებულნი ვართ, რომ სულ ცოტა წავარჯიშების შემდეგ საკუთარ თავში კიდევ ერთ ტალანტს აღმოაჩენთ, რომელიც, როგორც მთელ კოლუმბიაშია ცნობილი, თქვენში ნამდვილად არის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული