ფაუსტინო ასპრილია: როგორ შეუძლია მესის, ამ ვირებთან ერთად ითამაშოს?

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფაუსტინო ასპრილიამ ვენესუელასთან ფრედ დასრულებული (1:1) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკა:

"როგორ შეუძლია ლეო მესის, ამ ვირებთან ერთად ითამაშოს? გუნდს მწვრთნელი კი არა, პრესა არჩევს, არადა, ნამდვილი ფეხბურთელები სჭირდება. ლიონელმა სამი მომენტი შექმნა და დააფრთხო ვენესუელელები. მისთვის ძნელია ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ასპარეზობა".

ალბისელესტე გააკრიტიკა ცნობილმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა ლუის სესარ მენოტიმაც. შეგახსენებთ, არგენტინის ეროვნული გუნდი ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და თუ ამავე ადგილზე დარჩა, პლეი-ოფში ოკეანიის ზონის გამარჯვებულთან, ახალ ზელანდიასთან მოუწევს
შეხვედრა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის არაფერი შეუქმნია.გოლიც დი მარიამ შექმნა.ყველაზე დიდი ვირი თვითონ მესია
კიკო
20:17 08-09-2017
15

სიახლეები პოპულარული