მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

AutoSharing Option
გაზეთმა "მარკამ" გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის ვინაობა.

ყველაზე სწრაფია "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი ანტონიო ვალენსია - სამხრეთამერიკელს შეუძლია საათში 35,1 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს.

მას რეალურ კონკურენციას უწევს "რეალის" უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი - 34,7 კმ/სთ.

მესამე ადგილზეა ბეილის ყოფილი თანაგუნდელი აარონ ლენონი - 33,8 კმ/სთ.

მე-4 ადგილზე "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოა - 33,6 კმ/სთ. ხუთეულს "არსენალის" ფეხმარდი ვარსკვლავი თეო უოლკოტი ასრულებს - 32,7.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის მთავარი უპირატესობა სულაც არ არის სისწრაფე, არგენტინელი ამ კომპონენტში მსოფლიოს ვარსკვლავებში
მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ხუთეულს ჩამორჩება - 32,5 კმ/სთ.

ათეულში მოხვდნენ: 7. უეინ რუნი - 31,2; 8. ფრანკ რიბერი - 30,7; 9. არიენ რობენი - 30,4; 10. ალექსის სანჩესი - 30,1.
მკითხველის კომენტარები / 2 /
anri amat zurgze moikidebda da ise ganavitarebda 40 s :D
iniestaa
00:36 31-10-2013
0
ანრი ამათ ყველას .........................................................................
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული