მადრიდის "რეალი" ბლატერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია და ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერისგან ბოდიშს ითხოვს... კრიშტიანო რონალდოს მასხრად აგდებისთვის.

ფიფას პრეზიდენტი ოქსფორდს სტუმრობდა, სადაც ლექცია გამართა.

იქ ბლატერმა განაცხადა, რომ კრიშტიანოს ლიონელ მესი ურჩევნია, შემდეგ სკამიდან წამოდგა და რონალდოს იმიტირება დაიწყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ყველაზე მეტს დალაქებში ხარჯავს.

აი, რა თქვა ბლატერმა:
"მესი და რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი არიან ძალზე განსხვავებულნი.

ლიონელი კარგი ბიჭია, ისეთი, როგორიც ყოველ დედას და მამას მოეწონებოდა. ის ძალიან სწრაფია, თამაშობს ბრწყინვალედ. ისე თამაშობს, თითქოს ცეკვავსო.
კეთილი ბიჭია და ყველას უყვარს. ამიტომ ბევრ ხმასაც იღებს.

ეს მეორე რაღაც განსხვავებულია. ის მოედანზე ასმეთაურივით დადის. ეს ფეხბურთის სხვა მხარეა და რა თქმა უნდა, ასეთი ხალხიც საჭიროა. ის გაცილებით მეტს ხარჯავს სილამაზის სალონში, ვიდრე სხვები. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

ვერ ვიტყვი, რომელი სჯობს, მაგრამ მე მესი მირჩევნია. ერთი ვიცი, რომ ისინი კიდევ ერთხელ იბრძოლებენ "ოქროს ბურთისთვის".


ასევე იხილეთ:
ბლატერი: მესი და რონალდო? ერთ-ერთი მათგანი პარიკმახერთან ძალიან დიდ დროს ხარჯავს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბლატერს უყურე შენ ამ ბებერ ჩოხანს
vaso
19:42 29-10-2013
0
ფიფა გასაწმენდია. ბლატერი ძალიან დიდხანს გაჩერდა ამ პოსტზე. 2022 წლის მუნდიალი კატარს ჩააბარეს და ეხლა ფიქრობენ 50 გრადუს სუცხეში როგორ უნდა ითამაშონ. ამ ხნის კაცის ბოლო მაიმუნობა უკვე მარაზმია.
barka
22:11 29-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული