როგორ გააშაყირა ბლატერმა კრიშტიანო რონალდო [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია და ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერისგან ბოდიშის მოხდას ოფიციალურად ითხოვს... კრიშტიანო რონალდოს მასხრად აგდებისთვის.

ფიფას პრეზიდენტი ოქსფორდს სტუმრობდა, სადაც ლექცია გამართა.

იქ ბლატერმა განაცხადა, რომ კრიშტიანოს ლიონელ მესი ურჩევნია, შემდეგ სკამიდან წამოდგა და რონალდოს იმიტირება დაიწყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ყველაზე მეტს დალაქებში ხარჯავს.

აი, რა თქვა ბლატერმა:

"მესი და რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი არიან ძალზე განსხვავებულნი. ლიონელი კარგი ბიჭია, ისეთი, როგორიც ყოველ დედას და მამას მოეწონებოდა. ის ძალიან სწრაფია, თამაშობს ბრწყინვალედ. ისე თამაშობს,
თითქოს ცეკვავსო. კეთილი ბიჭია და ყველას უყვარს. ამიტომ ბევრ ხმასაც იღებს.

ეს მეორე რაღაც განსხვავებულია - მოედანზე ასმეთაურივით დადის. ეს უკვე ფეხბურთის სხვა მხარეა და რა თქმა უნდა, ასეთი ხალხიც საჭიროა. ის გაცილებით მეტს ხარჯავს სილამაზის სალონში, ვიდრე სხვები. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვერ ვიტყვი, რომელი სჯობს, მაგრამ მე მესი მირჩევნია.

ერთი ვიცი, რომ ისინი კიდევ ერთხელ იბრძოლებენ "ოქროს ბურთისთვის".


სხვათა შორის, ბლატერის "პერფომანსმა" დიდი მხიარულება გამოიწვია ლექციის მსმენელთა შორის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი შენი ბლატერი ***
გიორგი
18:16 06-11-2013
0
:D
0

სიახლეები პოპულარული