17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ამერიკელთა დომინაცია და ევროპელთა კრახი

AutoSharing Option
საემიროებში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალები დასრულდა. მოულოდნელად, დამარცხდნენ იტალიის და იაპონიის ნაკრებები. "სკუადრა აძურამ" მექსიკასთან წააგო, ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა კი ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს, მაგრამ 1/8-ფინალში შვედეთთან დამარცხდნენ.

გაუჭირდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ბრაზილიას, რომელმაც 10-კაციანი რუსეთი შეხვედრის ბოლოსკენ გატეხა. დუბლი შეასრულა ნახევარმცველმა ბოშილიამ, ვინც ბოლო 3 შეხვედრაში 2-2 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

თავიანთი მატჩები მოიგეს არგენტინამ და ურუგვაიმ. "ალბისელეტეს" რიგებში თავი სებასტიან დრიუსიმ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს ამ ტურნირზე მხოლოდ მეორე გოლი იყო, ურუგვაის კი ლეანდრო
ოტორმინმა და ფრანკო აკოსტამ მოაგებინეს.

აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპელებმა მუნდიალი ჩააგდეს - მეოთხედფინალში გასული რვა გუნდიდან ევროპას მხოლოდ ერთი, შვედეთი წარმოადგენს. სამაგიეროდ, ერთბაშად 5 გუნდია ამერიკის კოტინენტიდან, კიდევ ორი ნაკრები კი აფრიკიდანაა.

გამარჯვების შემთხვევაში, ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს 1/2-ფინალში შეხვდებიან, ურუგვაი-ნიგერიის წყვილში უძლიერესი კი ჰონდურასი-შვედეთის გამარჯვებულს შეხვდება.

1/8-ფინალი

იტალია-მექსიკა 0:2
გოლები: 0:1 ა. დიასი (26), 0:2 ი. ოჩოა (90)

იაპონია-შვედეთი 1:2
გოლები: 0:1 ბერიშა (11), 0:2 ენგვალი (36), 1:2 ვალკვისტი (56-საკ. კარში)

ბრაზილია-რუსეთი 3:1
გოლები: 1:0 მოსკიტო (72), 2:0 ბოშილია (80), 2:1 ა. მაკაროვი (90), 3:1 ბოშილია (90)
გაძევება: ბარინოვი (69. რუსეთი)

ჰონდურასი-უზბეკეთი 1:0
გოლი: 1:0 ბოდენი (74)
გაძევება: კომილოვი (24. უზბეკეთი)

ურუგვაი-სლოვაკეთი 4:2
გოლები: 1:0 ლ. ოტორმინი (5), 2:0 კ. მენდესი (34-პენ), 3:0 ფ. აკოსტა (42), 4:0 ლ. ოტორმინი (58), 4:1 ვესტენიცკი (63), 4:2 სიპლაკი (85)

მაროკო-კოტ დ'ივუარი 1:2
გოლები: 0:1 კესი (4-პენ), 1:1 ბნუ-მარზუკი (60), 1:2 ჟუნიორი (75)

არგენტინა-ტუნისი 3:1
გოლები: 1:0 ხ. ფერეირა (2), 1:1 ჰაჯ ჰასენი (43), 2:1 ხ. იბანიესი (53), 3:1 დრიუსი (73)

ნიგერია-ირანი 4:1
გოლები: 1:0 ოკონი (23), 2:0 იჰეანაჩო (25), 3:0 მუჰამედი (42), 4:0 იაჰაია (76), 4:1 გოლიზადეჰი (84)

ბომბარდირები: 6 - ბოშილია (ბრაზილია); 5 - ვესტენიცკი (სლოვაკეთი), იჰეანაჩო (ნიგერია); 4 - მოსკიტო (ბრაზილია), ნათანი (ბრაზილია), იაჰაია (ნიგერია), ფ. აკოსტა (ურუგვაი), ლ. ოტორმინი (ურუგვაი)

1/4-ფინალი
1 ნოემბერი
ჰონდურასი-შვედეთი 17:00
ბრაზილია-მექსიკა 20:00

2 ნოემბერი
არგენტინა-კოტ დ'ივუარი 17:00
ურუგვაი-ნიგერია 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი. U-17: საემიროებში ნიჭიერები ერთიანდებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული