აირჩიე 2013 წლის გოლი

AutoSharing Option
ფიფამ "პუშკაშის ჯილდოს" მოგების კანდიდატთა სია გამოამზეურა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, ფიფა წლის გოლს ასახელებს და ჯილდო სწორედ ლეგენდარული უნგრელის, ფერენც პუშკაშის სახელობისაა, მისი ხსოვნისა და საფეხბურთო ღვაწლის პატივსაცემად.

11 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია fifa.com-ზე და francefootball.fr-ზე სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 გოლიდან თავისი რჩეულისთვის ხმის მიცემა. ამის შემდეგ გამოქვეყნდება ის სამი გოლი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, "არჩევნები" ხელახლა დაიწყება და 2014 წლის 13 იანვარს გალა-შოუს დროს შეწყდება.

მოგეხსენებათ, ჩვენ იმავე დღეს გავიგებთ 2013
წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობას. ასევე, დასახელდება საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, შედგება სიმბოლური ნაკრები და ასე შემდეგ. ამ ცერემონიალს კვლავაც ქალაქი ციურიხი, კერძოდ კი, "კონგრესჰაუსი" უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ ლაურეატთა შორის არის 2012 წელს გასული 2 გოლიც, რომლებიც წლის ბოლოს გავიდა და ამიტომ 2013 წლის დაჯილდოებაში მოხვდა.

საუბარია ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუცხოო მაკრატელაზე ინგლისის ნაკრების კარში და პანაიოტის კონეს არანაკლებ ლამაზ დარტყმულზე, რომლითაც "ბოლონიას" ფეხბურთელმა "ნაპოლის" კარი აიღო. იქვე იხილავთ ნეიმარის ოსტატურ გოლს იაპონიასთან; სიაშია ანტონიო "ტოტო" დი ნატალეც...

აღვნიშნოთ სიაში ორი ქალბატონის, ფრანგი ლუიზა ნესიბისა და ავსტრალიელი ლიზა დე ვანას გოლებიც. ყველაზე მეტჯერ (2) ათეულში სერია A-ში გასული ბურთია წარმოდგენილი.

2013 წლის საუკეთესო გოლის კანდიდატთა სია:

ფეხბურთელი თარიღი მატჩი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2012 წ. 14 ნოემ. შვედეთი-ინგლისი
პანაიოტის კონე 2012 წ. 16 დეკ. ნაპოლი-ბოლონია
ნემანია მატიჩი 2013 წ. 13 იან. ბენფიკა-პორტუ
ლუიზა ნესიბი 2013 წ. 17 მარ. ლიონი-სტ. ეტიენი
ანტონიო დი ნატალე 2013 წ. 7 აპრ. უდინეზე-კიევო
ლიზა დე ვანა 2013 წ. 1 ივნ. სკაი ბლუ-ბოსტონი
ნეიმარი 2013 წ. 15 ივნ. ბრაზილია-იაპონია
დანიელ ლუდუენია 2013 წ. 27 ივლ. პაჩუკა-ტიგრესი
პიტერ ანკერსენი 2013 წ. 10 აგვ. ესბიერგი-ორჰუსი
ხუან მანუელ ოლივერა 2013 წ. 28 აგვ. ნაუტიკო-რესიფე

წინა წლების გამარჯვებულები

2009 - კრიშტიანო რონალდო - მანჩესტერ იუნაიტედი-პორტუ
2010 - ჰამიტ ალტინტოპი - თურქეთი-ყაზახეთი
2011 - ნეიმარი - სანტოსი-ფლამენგო
2012 - მიროსლავ შტოხი - ფენერბაჰჩე-გენჩლერი

2009-12 წლებში კი გამარჯვებულები შესაბამისი თანმიმდევრობით შემდეგი ფეხბურთელები გახდნენ: კრიშტიანო რონალდო, ჰამიტ ალტინტოპი, ნეიმარი, მიროსლავ შტოხი. ნეიმარს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ აღიარებას მეორედ მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გამოავლინე 2013 წლის ულამაზესი გოლის ავტორი - ნეიმარი, იბრაჰიმოვიჩი თუ დი ნატალე? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული