რონალდო "ოქროს ბურთის" მოგების აშკარა ფავორიტია

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა - თუ ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი". არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ "მარკას" გამოკითხვაში კრიშტიანო რონალდომ გაიმარჯვა, მან ხმების 72,6% მიიღო.

სულ ცოტა ხნის წინ ბუკმეკერები ფავორიტად ფრანკ რიბერის თვლიდნენ და ამაზე 1,9 კოეფიციენტს გვთავაზობდნენ; მეორეზე ლიონელ მესი იყო - 2,5-ით, ხოლო რონალდო მხოლოდ მესამე გახლდათ - 7,0-ით. თუმცა მას მერე, რაც პორტუგალიელმა შვედეთთან ორმატჩიან დაპირისპირებაში გაიბრწყინა, ხოლო ფიფამ ხმის მიცემა 29 ნოემბრამდე გადაიტანა და აზრის დაფიქსირების საშუალება ყველას ხელახლა მისცა, სურათი რადიკალურად შეიცვალა - რონალდოს
კოეფიციენტი 1,3-დან 1,4-მდე მერყეობს, ანუ ის გამოკვეთილი ფავორიტია.

თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს ეს ჯილდო არ ეკუთვნის, რადგან 2 013-ში არაფერი მოუგია. მათ შორისაა "ბარსელონას" მცველი დანიელ ალვეშიც:

"ამ წუთას რონალდო მართლაც ყველასთან შედარებით უკეთ გამოიყურება და ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა, თუ "ოქროს ბურთი" მესის არ შეხვდება, მე მას რიბერის მივცემდი, რადგან ამ ჯილდოს მოსაპოვებლად გუნდთან ერთად რამე მოგებული უნდა გქონდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რას ერჩიან კრიშტიანო რონალდოს - "პეპსიმ" ვუდუს თოჯინა აწამა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული