მიშელ პლატინი: "ოქროს ბურთის" მფლობელის არჩევა წელს ყველაზე რთული იქნება

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ამ წელს "ოქროს ბურთის" მფლობელის დასახელება რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ პლატინი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ოქროს ბურთი" ზედიზედ სამჯერ მოიგო (1983-85).

"ჩემი აზრით, ფავორიტები ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ფრანკ რიბერი არიან. პირველი ორი, უბრალოდ, კარგი ფეხბურთელია, ხოლო რიბერიმ ამ სეზონში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

ეს სამი დიადი ფეხბურთელია. ამ წელს "ოქროს ბურთის" მფლობელის დასახელება ისტორიაში ყველაზე რთული იქნება.

გამოკითხვის ვადის გადაწევა ფიფას ინიციატივაა და ის რონალდოს ჰეთ თრიქს დაემთხვა შვედეთის ნაკრების კარში.
შესაძლოა ფიფამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფეხბურთელისთვის დახმარება გაეწია (იცინის)?

მიკვირს, რატომ არ მიიღო 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, მაშინ ეს ტიტული ჩავიმ და ანდრეს ინიესტამ დაიმსახურეს. საბოლოო ჯამში კი ჯილდო ლიონელ მესიმ მიიღო და ის დიადი ჩემპიონია, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანელ ფეხბურთელს უნდა გაემარჯვა",
- თქვა პლატინიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული