ფრანკ რიბერი: "ოქროს ბურთის" ხმის მიცემის პროცედურის გახანგრძლივება სირცხვილია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ფიფას გადაწყვეტილებით, "ოქროს ბურთის" ხმის მიცემის პროცედურა გაახანგრძლივოს, უკმაყოფილოა.

ამის ოფიციალური მიზეზი მონაწილეების, რომლებმაც ხმები გამოაგზავნეს, არასაკმარისი რაოდენობა გახდა.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, ეს კრიშტიანო რონალდოს გამო გაკეთდა, რომელმაც შვედეთთან (1:0; 3:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში თავი გამოიჩინა.

"ხმის მიცემის პროცედურის გახანგრძლივება ნამდვილი სირცხვილია. ასეთი რამე პირველად ხდება.
თუმცა ამას მშვიდად ვიღებ და არ მეშინია, რომ შედეგზე რამე გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს დასწრების საკითხს "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე, ამაზე მასთან არ მილაპარაკია და
არც მის თანაგუნდელებთან.

არ მაღელვებს, მოვა ის თუ არა. ჩემთვის დიდი პატივია სამ ფინალისტს შორის მოხვედრა და ამიტომ ჩემს ყოფნას ცერემონიაზე სრულიად ნორმალურად აღვიქვამ",
- თქვა რიბერიმ.

მომზადებულია Sport Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული