პრეტენდენტი სამია: კრიშტიანო რონალდო (მადრიდის "რეალი", პორტუგალია, 28 წლის), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა, 26 წლის) და ფრანკ რიბერი (მიუნხენის "ბაიერნი", საფრანგეთი, 30 წლის).
თქვენ წინაშეა სამი მართლაც საოცარი ფეხბურთელი, თუმცა ტიტული ერთია. მაშ ასე, რომელი მათგანი იმსახურებს "ოქროს ბურთს" უფრო?
"ლელო week" შეეცადა, გაერკვია ეს, თუმცა ჩვენ მიზეზებს ჩამოვთვლით, დასკვნა კი მკითხველისთვის მიგვინდვია.
ლიონელ ანდრეს მესი კუტიჩინი
კლუბი: ბარსელონაქვეყანა: არგენტინა
ასაკი: 26
დაიბადა: როსარიო, სან
პოზიცია: ფორვარდი
სიმაღლე: 169 სმ
კარიერა: "ბარსელონა" (2003-დან)
რატომ ეკუთვნის
მესი წლის განმავლობაში იყო სუპერპროდუქტიული. თანაც მისი "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა. "ბარსამ" მოიგო ქვეყნის სუპერთასიც. მოკლედ, რონალდოსგან განსხვავებით, მესი 2013-ში პროდუქტიულიც იყო და ტიტულოვანიც.
რატომ არ ეკუთვნის
ლეოს ოქტომბრის მერე არ უთამაშია. მანამდე ის აპრილშიც დაიმტვრა. მაშინ როცა მისი კონკურენტები ჯანზე იყვნენ და მუდამ თამაშობდნენ. მესის წლის ჰაილაითები
27 იანვარი: "ოსასუნას" კარში 4 გოლი გაიტანა და ლა ლიგაში გოლების რაოდენობით 200-ს გადასცდა.9 მარტი: "დეპორტივოს" კარში გაიტანა და ზედიზედ 17 ტურში გატანით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
12 მარტი: "მილანის" კარში პირველმა გოლმა ყველას მარადონას ცნობილი გოლი გაახსენა საბერძნეთის ნაკრების კარში.
მაისი: ლა ლიგის ბომბარდირთა დავა მან 46 გოლით მოიგო, მის ანგარიშზე იყო 12 საგოლე პასიც.
14 ივნისი: ლეომ გვატემალასთან ამხანაგურ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა და ნაკრებში გოლებით დიეგო მარადონას გაუსწრო.
1 სექტემბერი: "ვალენსიას" კარში ჰეთთრიკი ლეოს კარიერაში 23-ე ჰეთთრიკი იყო.
11 სექტემბერი: პარაგვაის ნაკრებთან გოლით არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა.
18 სექტემბერი: ჰეთთრიკი მან "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგაზეც შეასრულა.
15 ოქტომბერი: მან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 გოლით დაასრულა და კონტინენტზე ბომბარდირი გახდა.
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week