ყველაზე მეტი გოლი
მოგეხსენებათ, საფეხბურთო სეზონი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, ამიტომაც ჩვენ ვაჯამებთ გასული სეზონის მეორე ნახევრისა და ახლანდელი სეზონის პირველი ნახევრის შედეგებს, ანუ 2013 წელს გამართულ თამაშებს ევროპის ხუთ მოწინავე ლიგაში.
კრიშტიანო რონალდოს დაუვიწყარი წელიწადი ჰქონდა. მან უახლოეს მდევარზე 9 გოლით მეტი გაიტანა, სულ კი 38 გოლი დაუგროვდა. გაგიკვირდებათ და, მისი უახლოესი მდევარი
28 გოლი გაიტანა კიდევ ერთმა ურუგვაელმა, ედინსონ კავანიმ (პსჟ), რომელმაც თანაკლუბელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთი გოლით გაუსწრო. იბრასავით 27 გოლი ბრაზილიელ-ესპანელი დიეგო კოშტას ანგარიშზეა, რომელმაც აქედან 19 გოლი ამ სეზონში გაიტანა.
ყველაზე მეტი საგოლე პასი
საგოლე პასებში 2013 წელს ვერავინ შეედრებოდა მესუთ იოზილს, რომელიც ახლახან გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მესუთმა წელიწადი მადრიდის "რეალში" დაიწყო და ლონდონის "არსენალში" დაასრულა. გერმანელის ანგარიშზე სულ 17 საგოლე გადაცემაა (10 "რეალში", 7 "არსენალში").
მეორე ადგილზე ფრანკ რიბერია 14 საგოლე პასით, შემდეგ 13-13 პასით მოდიან ივან რაკიტიჩი (სევილია) და კოკე (ატლეტიკო).
37 წლის ფრანჩესკო ტოტიმ დაამტკიცა, რომ ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როცა საქმე კლასთან გვაქვს. "რომას" ფორვარდმა 12 საგოლე პასი გააკეთა, ამდენივე უეინ რუნის (მანჩესტერ იუნაიტედი) ანგარიშზეა.
ყველაზე მეტი დარტყმა კარში
აბა, ვის გაუკვირდება, რომ ამ ნომინაციაშიც რონალდომ გაიმარჯვა, პორტუგალიელი ხომ ყველა ხელსაყრელი მომენტიდან ცდილობს გოლის "გამოდნობას". ის მატჩში საშუალოდ 7,1-ჯერ ურტყამდა, ეს კი წლის განმავლობაში 234 დარტყმაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 38-მა მიზანს მიაღწია.
მეორე ადგილზე კიდევ ერთი "ეგოისტი" ფორვარდია - მარიო ბალოტელი. იტალიელი საშუალოდ 5,8-ჯერ ურტყამდა მეტოქეთა კარში (სულ 18 გოლი გაიტანა), მესამეა სუარესი - 5,5 დარტყმა შეხვედრაში. მესის და გარეთ ბეილს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ - 4,9 დარტყმა თამაშში. მათ 2013 წელს 26-26 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ლეომ უელსელზე 9 გოლით მეტი გაიტანა.
პასები, პასები...
ყველა კარგი პასის მერე გოლი არ გადის და ეს სულაც არ არის პასის მიმცემის ბრალი, თუმცა "ოპტა სტატისტიკსი" ასეთი პასების ათვლასაც აწარმოებს. ფეხბურთელი, რომელიც 2013 წელს ყველაზე მეტ საგოლე სიტუაციას ქმნიდა, "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვაა - ის საშუალოდ 3,7 მნიშვნელოვან პასს აკეთებდა თამაშში. სილვამ აჯობა "მარსელის" ლიდერ მატიო ვალბუენას (3,3) და ფრანჩესკო ტოტის (3,2). საგოლე პასებში ლიდერი მესუთ იოზილი კი მეოთხეა - 3,1 მნიშვნელოვანი პასი თამაშში.
დრიბლინგის ოსტატები
ფრანკ რიბერი უნაკლო იყო - 2013 წელს ის საშუალოდ თამაშში 4,6 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - წლის ოთხი საუკეთესო დრიბლიორიდან სამი ბუნდესლიგიდანაა: მეორეზე გავიდა დიეგო (ვოლფსბურგი, 4,5), მესამეზე - ხუან კუადრადო (ფიორენტინა, 4,2), მეოთხეზე - იულიან დრაქსლერი (შალკე, 4,1). ლიონელ მესი მხოლოდ მეხუთეა - 4, ისევე, როგორც ტოტენჰემელი ანდროს ტაუნსენდი, რომლის დრიბლინგები თავის თავზე შარშან თბილისის "დინამომაც" იწვნია.
სიზუსტის მეფეები
ჩაწოდებებში ყველას "ჩელსის" ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა აჯობა, რომელიც იჯარით "ვერდერში" თამაშობდა - 2,8 ზუსტი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში ერთ შეხვედრაში. შემდეგ მოდიან: რაკიტიჩი (2,7) და რობერტ სნოდგრასი (ნორვიჩი, 2,6).
ზუსტ პასებში, აბა, "ბარსას" ჩავი ერნანდესს ვინ შეედრება? ჩავი საშუალოდ 83,3 ზუსტ პასს აკეთებდა თამაშში. მისი უახლოესი მდევარი ბასტიან შვაინშტაიგერი ("ბაიერნი") იყო - 73,4, მესამე ადგილზე "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია - 72,4.
საუკეთესო მცველები
ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, კარგი მცველები სპორტის ამ სახეობაში არანაკლებ ფასობენ. მაშ, ვინ იყვნენ საუკეთესო მცველები 2013 წელს? ყველაზე მეტჯერ ორთაბრძოლას იგებდა ახლა უკვე ბუნდესლიგიდან გავარდნილი "ფორტუნას" მცველი ლეონ ბალოგუნი - 5 მოგებული ორთაბრძოლა თამაშში.
მეორე ადგილზეა "სასუოლოს" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ლუკა ანტეი - 4,9 მოგებული ორთაბრძოლა თამაშში. დაიმახსოვრეთ ეს სახელი! მესამე ადგილზე გავიდა "ლივერპულის" ბრაზილიელი ლეგიონერი ლუკას ლეივა (4,8), რომელსაც ასე კარგად ეხერხება მეტოქის შეტევების ჩაშლა.
"მალიორკას" ბრაზილიელმა მცველმა ჟერომელმა საშუალოდ 4,9-ჯერ ჩაჭრა მეტოქეების პასები, მაგრამ მისი გუნდი ლა ლიგაში გავარდა. ჟერომელი ახლა "გრემიოში" თამაშობს. მეორე ადგილზე აქაც ლუკა ანტეია - 4,4 ჩაჭრა.
"სეივების" ოსტატები
ჩვენს სტატისტიკურ მიმოხილვას კი მეკარეებით ვასრულებთ - 2013 წელს საშუალოდ ყველაზე მეტ "სეივს" "ვერონას" მეკარე რაფაელი აკეთებდა - 5-ს თამაშში. შემდეგ მოდის "ალმერიას" ვეტერანი გოლკიპერი ესტებანი - 4,9. მესამეზეა კარდიფელი დევიდ მარშალი (4,3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გაგიკვირდებათ და შამპუნას მდევარი მესი კი არა სუარესიაო, ხო არა??? მესი რამდენი ხანი გაცდა ხო ვერ მეტყვით?
მალადეეც