RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
13 იანვარს ციურიხის "კონგრეს ჰალეში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2013 წელს ფეხბურთის სამყაროში თავგამოჩენილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ბუნებრივია, მთავარი პრიზი ფიფას "ოქროს ბურთი" იყო ვაჟ ფეხბურთელთა შორის, რომელიც სამი უმთავრესი კანდიდატიდან ერთ-ერთს უნდა მიეღო: პრიზისთვის ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდო იბრძოდნენ.

გაიმარჯვა ფავორიტმა - კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მადრიდის "რეალის" 28 წლის ვარსკვლავმა ცრემლიანმა ჩაიბარა მისთვის მეორე "ოქროს ბურთი" (მაგრამ ფიფას ეგიდით პირველი):

"ყველას დიდი მადლობა! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, გუნდს.
ყველას, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა და აქვს. იყო დრო, როცა მეგონა, რომ ეს მისია შეუსრულებელია, ასე შეიძლებოდა იმედი დამეკარგა. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მესის, რადგან მისი ფაქტორი იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული"
.

ხმები ასე განაწილდა: რონალდო - 27,99%, ლიონელ მესი - 24,72% და ფრანკ რიბერი - 23,36%. მეოთხე ადგილზე გავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 5,29%, მეხუთეზეა - ნეიმარი - 3,17%, მეექვსეზე - ანდრეს ინიესტა - 2,08%.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

* * *
ფიფას წლის სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), სერხიო რამოსი (რეალი), ტიაგო სილვა (პსჟ), დანი ალვეში (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა).

* * *

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა გერმანიის ნაკრების ლიდერი ნადინ ანგერერი. მან ამერიკელ ები უიმბაჰს და ბრაზილიელ მარტას აჯობა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის ანგერერი მეკარეა.

* * *
ბრაზილიელ ლეგენდა პელეს სპეციალური "ოქროს ბურთი" გადაეცა, როგორც გასული საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს. მოგეხსენებათ, პელეს დროს ეს პრიზი მხოლოდ ევროპელების საკუთრება იყო. ამიტომაც პელემ პირველად მიიღო "ოქროს ბურთი".

* * *
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი, რომელიც სხვათა შორის, მან ჯერ კიდევ 2012 წელს გაიტანა ინგლისის ნაკრების კარში, 2013 წელს გახდა წლის საუკეთესო გოლი, ხოლო ზლატანი ამის გამო 2014 წელს დააჯილდოვეს - ნამდვილი კურიოზია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი პენსიაში გასული იუპ ჰაინკესია, რომლის "ბაიერნმაც" საოცარი ჰეთ თრიქი შეასრულა. 68 წლის გერმანელმა ალექს ფერგიუსონს და იურგენ კლოპს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მართალი გითხრათ ნიკოლოზ ნეფარიძეს საერთოდ არ ვოცნობ. აღარც "ლელო"-ს ვწყალობ დიდი ხანია, მაგრამ...
ასეთი რა დაწერა ამ კაცმა, რომ გამოლანძღეთ? )))). ფიფას ოქროს ბურთი
რონალდომ მიიღო და ხომ არ დაწერდა მესიმ გაიმარჯვაო? ვიღაცისათვის ხომ ნახეთ ხავია პირველი, ვიღაცისათვის ნეიმარი, მაგრამ რადგან უმეტესობამ რონალდოს მისცა ხმა, სუბიექტურები სხვისი უალტერნატივო სიყვარულის გამო
არ უნდა გავხდეთ. მაშინ გამოდის, მსოფლიოს ბევრი ჟურნალისტები ბეცები ყოფილან და არაფერი ესმით ფეხბურთში .
რომ აიღო ბოლო ხუთწლეული , მესი უპირობოთ საუკეთესოა, მაგრამ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო (ძირითადად ტრამვები) , რონალდომ აჯობა.
ისე კაცს, რომელსაც ფეხბურთი, როგორც ხელოვნება ისე გიყვარს, არ შეიძლება არ გეამაყებოდეს, რომ თანამედროვე ხარ ამ ორი ფეხბურთის გენიის და მათ თამაშებს უყურებ. სამჯერ უყურე "კამპ ნოუზე" ორივეს ელ-კლასიკოზე და ვერდის , შექსპირის, პაგანინის, გაუდის , და ვინჩის შემოქმედებების მსგავსი სიამოვნება მივიღე.
გიორგი
04:19 16-01-2014
0
ფაქტია, რომ იმ ხალხმა ჩვენზე მეტი იცის ვინც ხმა მისცა რონალდოს.ფეხბურთია ხან მესი გახდება, ხან რონალდო და ხან კიდევ სხვა.წელს მართლა ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა.
გიორგი
00:19 15-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული