კრიშტიანო რონალდო ფიზმომზადების პირად მწვრთნელებს ავტომობილს აჩუქებს

AutoSharing Option
"ოქროს ბურთი 2013"-ის მფლობელმა კრიშტიანო რონალდომ ფიტნეს-მწვრთნელთა თავისი გუნდი ახალი ავტომობილით უნდა დაასაჩუქროს. თუმცა უცნობია, ავტომობილს თითოეული მწვრთნელი პირადი სარგებლობისთვის მიიღებს თუ ფიზიოთერაპევტთა მთელ გუნდს ერთი მანქანა გადაეცემა.

ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ისე კი, პორტუგალიელ ფეხბურთელს თავისი მწვრთნელებისთვის საჩუქრები უწინაც გაუკეთებია - ადრე მათ ახალი iPhone-ი და iPad-ი უსახსოვრა.

როგორც ირკვევა, რონალდო თავის მწვრთნელებს რამდენიმე თვის წინ დაპირდა, თუკი 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელებენ, ავტომობილს გაჩუქებთო. მოგეხსენებათ, მაშინ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის შანსები "ოქროს ბურთზე", ფრანკ რიბერისა და ლიონელ მესისთან შედარებით,
არცთუ მაღალი იყო.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს რონალდომ კარიერაში "ოქროს ბურთი" მეორედ დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული