"ჩელსის" ლაბირინთებში: მატიჩი და სალაჰი, მატას და ესიენის ნაცვლად

AutoSharing Option
25 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩის ტრანსფერი "ჩელსიში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ჩემპიონად რომ ვერ დარჩებოდა, ცხადი იყო. ჟოზე მოურინიოს ზამთრის პირველი სურვილი აისრულა და "ბენფიკადან" "ჩელსიში" მატიჩი გადაიყვანა. ლონდონურ კლუბს ეს ტრანსფერი 21 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა; სამაგიეროდ კი, მისი კბილა ესპანელი, ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაუშვა 37 მილიონ ფუნტად...

სპეციალურად დავტოვეთ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები, როცა გარიგებათა რიცხვი მოიმატებს და ბოლო ტრანსფერებს აშკარად ცალკე სტატია დასჭირდება. ასე რომ, იანვრის მესამე დეკადის ნაცვლად, ერთკვირიან შუალედს მიმოვიხილავთ, რომლის დროსაც განხორციელდა კიდევაც
ხუან მატას ტრანსფერი, ალბათ, რეკორდული იანვარში.

ამ ერთი კვირის განმავლობაში ევროპულ კლუბებში ასეულობით ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა უმრავლესობა უმნიშვნელო იყო. ჩვენ 70-მდე ტრანსფერი გამოვყავით, რომელთა სიას ქვემოთ გაეცნობით.

ისევ "ნისლიან ალბიონს" დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ხელდაკაპიწებული ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო მუშაობდა.

მოუმ რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა იჯარით. მათ გვარებს სიაშიც ნახავთ. მისთვის მთავარი კი ხუან მატას "მოცილება" იყო. ესპანელი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ხდებოდა "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელი (მეტი ლონდონურ კლუბში არც უთამაშია), აი, მოურინიომ კი აითვალწუნა, მატა შემტევ ნახევარმცველთა კონკურენციაში ჩაიკარგა და გაეცალა კლუბს. ესპანელი დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "პირველი აგურია", ახალი გრანდის მშენებლობის გზაზე.

მატას შემცვლელი "ჩელსის" სულ რაღაც 11 მილიონი ფუნტი დაუჯდა - ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი. ნემანია მატიჩის კლუბში მისვლით კი საბოლოოდ აღარ დარჩა მიკაელ ესიენის ადგილი "ლურჯებში". ასე აღმოჩნდა ვეტერანი აფრიკელი "მილანში" 17-თვიანი კონტრაქტით. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს "ჩელსიმ" ესიენი "ლიონისგან" 24,4 მილიონ ფუნტად იყიდა. მაშინ ეს "ჩელსის" რეკორდიც იყო. მოკლედ, იანვარში "განსაკუთრებულმა" "ჩელსის" შუახაზი თავის ჭკუაზე გადაახალისა.

იანვრის მთავარი ტრანსფერები
20 იანვარი
დი ჯეი კემპბელი (ბლექბერნი-მილუოლი), იჯ.
ტიაგო ილორი (ლივერპული-გრანადა), იჯ.
რუბენ როჩინა (ბლექბერნი-ვალეკანო), იჯ.
სანტიაგო ვერხინი (ესტუდიანტესი-სანდერლენდი), იჯ.
სემ უოლკერი (ჩელსი-კოლჩესტერი), იჯ.
ფედერიკო მორეტი (კატანია-პადოვა), იჯ.
მიშელ ბასტოსი (ალ აინი-რომა), იჯ.
ვოლკან შენი (ტრაბზონი-ბურსა)
ფაბრის ოლინგა (მალაგა-აპოლონი)

21 იანვარი
ხუან აგუდელო (ნიუ ინგლენდი-სტოკი), თავ. აგ.
ხუან აგუდელო (სტოკი-უტრეხტი), იჯ.
კვესი აპია (პალასი-ნოტს ქაუნთი), იჯ.
ალბერტ რუსნაკი (სიტი-ბირმინგემი), იჯ.
ოსკარ უსტარი (ალმერია-სანდერლენდი), თავ. აგ.
ელიოტ კებიე (ატლეტიკო-ჰალი), თავ. აგ.
დავიდე გავაცი (სამპდორია-ტერნანა), იჯ.
ბენ საჰარი (ჰერტა-არმინია), იჯ.
რაფაელი (სოშო-არლი), იჯ.
სერჯან ილდირიმი (გალათასარაი-ბურსა), იჯ.
ჯონათან როსინი (სასუოლო-პარმა), იჯ.
ესეკილ სკელეტო (სასუოლო-პარმა), იჯ.
ნიკოლა სანსონე (პარმა-სასუოლო)
ალეანდრო როსი (პარმა-სასუოლო), იჯ.
არიელ ნაუელპანი (პუმასი-ტიგრე), იჯ.
იგნასიო კანუტო (კიტო-ტიგრე), იჯ.
კუესტა (სევილია-ალმერია), იჯ.

22 იანვარი
ბილი შარპი (საუთჰემპტონი-დონკასტერი), იჯ.
პაოლო კასტელინი (სამპდორია-ლივორნო)
კარლ ვალერი (სასუოლო-ტერნანა)
სტეფან მიტროვიჩი (ბენფიკა-ვალიადოლიდი), იჯ.
ადრიანი (ფლამენგო-კალიარი), იჯ.
უჩე კალუ (რიზე-ადანა), იჯ.

23 იანვარი
ჯეკ ბარმბი (იუნაიტედი-ჰარტპული), იჯ.
ენტონი ჯეფრი (არსენალი-ვაიკომბი), თავ. აგ.
ჯოშ მაკიხრენი (ჩელსი-უიგანი), იჯ.
ჟერსონ ვერგარა (მილანი-პარმა), იჯ.
ფრანკო კანგელე (ბოკა-ელაზიღი), თავ. აგ.
დავიდე ბიონდინი (ჯენოა-სასუოლო), იჯ.
დან ნისტორი (ევიანი-პანდურიი), იჯ.
ნიკოლას ბურდისო (რომა-ჯენოა)
მარკო მოტა (იუვენტუსი-ჯენოა), იჯ.
ედუარდო ვარგასი (ნაპოლი-ვალენსია), იჯ.
ოგნიენ ვრანიეში (ალანია-ელაზიღი), თავ. აგ.

24 იანვარი
იო ინგე ბერგეტი (მოლდე-კარდიფი)
ჯინ ბრეიფორდი (კარდიფი-შეფილდ იუნაიტედი), იჯ.
დანიელ აიალა (ნორვიჩი-მიდლსბრო), 350 ათასი ფუნტი
ქალუმ მაკგრეგორი (სელტიკი-ნოტს ქაუნთი), იჯ.
ფაბიო ნუნიეში (ბლექბერნი-ლატინა), თავ. აგ.
ლასინა ტრაორე (მონაკო-ევერტონი), იჯ.
თომას შვედკაუსკასი (რომა-პესკარა), იჯ.
ჯანლუკა კაპრარი (რომა-პესკარა)
მატეო რუბინი (ვერონა-სიენა)
სინან ბოლატი (პორტუ-ქაისერი), იჯ.
ლარს უნერშტალი (შალკე-არაუ), იჯ.
სამუელი (სელტა-ალავესი), იჯ.
დიეგო რივასი (ელჩე-ტენერიფე), იჯ.
როდრი (ვალეკანო-ვეპენი), თავ. აგ.

25 იანვარი
მარკო ბორიელო (რომა-ვესტ ჰემი), იჯ.
ხუან მატა (ჩელსი-იუნაიტედი), 37,1 მლნ. ფუნტი
ანტონიო ნოჩერინო (მილანი-ვესტ ჰემი), იჯ.
ბრედლი ორი (ბლექბერნი-ტორონტო), იჯ.
მარიო სამპირიზი (ჯენოა-ოლანენშე), იჯ.
ინიგო ლოპესი (პაოკ-სელტა), იჯ.
ბობლი ანდერსონი (მალაგა-ვარეგემი), იჯ.

26 იანვარი
მოჰამედ სალაჰი (ბაზელი-ჩელსი), 11 მლნ. ფუნტი

27 იანვარი
მიკაელ ესიენი (ჩელსი-მილანი)
დავიდ ნგოგი (ბოლტონი-სუონსი)
ნიკო იენარისი (არსენალი-ბრენტფორდი)
მიკელე კანინი (ატალანტა-კიევო), იჯ.
ადანი (კალიარი-ბეტისი), იჯ.
ვილიან ჟოზე (სანტოსი-რეალი B), იჯ.
სებასტიენ კორჩია (სოშო-ლილი)
მორის ედუ (სტოკი-ფილადელფია), იჯ.
გარი როდრიგესი (ლევსკი-ელჩე), იჯ.

შენიშვნა: იჯ. - იჯარა; თავ. აგ. - თავისუფალი აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოგნიენ ვრანიეში (ალანია-ელაზიღი), თავ. აგ.- რაც მთავარია წლის ტრანსფერი შემდგარა და :D
PARFIUMER
17:49 29-01-2014
0

სიახლეები პოპულარული