იოახიმ ლიოვი: D ჯგუფი ძალზე საინტერესოა

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

უეფას ოფიციალურ საიტთან საუბარში ჯგუფის ფავორიტის, გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა შემდეგი განაცხადა:

"სპორტული თვალსაზრისით, საინტერესო ჯგუფია: გერმანია, საქართველო, შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთი ერთად. საფეხბურთო ატმოსფეროც ამ ჯგუფში შესანიშნავი იქნება. ბუნდესლიგაში ბევრი პოლონელი თამაშობს, ხოლო ირლანდიასა და შოტლანდიაში ყოველთვის საოცარი სიტუაციაა.

ჩვენ არ ვამტკიცებთ ამას, მაგრამ ყველა გაიძახის, რომ გერმანია ამ ჯგუფის ფავორიტია. ჩვენი მიზანი ამ ჯგუფში
ევროპის ჩემპიონატის საგზურის პირდაპირ მოპოვება იქნება.

შოტლანდიელები და ირლანდიელები დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ და მოედანზე თავს დებენ. ისინი არასოდეს ნებდებიან. სტუმრად ამ გუნდებთან თამაში ძალიან ძნელია. გიბრალტარი დებიუტანტია და სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი ვიცი
" .
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი მიზანი ამ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საგზურის პირდაპირ მოპოვება იქნება.
------------------------------------------------გაგიჭირდებათ!!!! ეს ხუმრობით,ხოლო სერიოზულად ასეთ სურათთან გვაქვს საქმე: გერმანელები ყველაფერში პროფესიონალები არიან,ისინი არასდროს არ ღალატობენ საქმეს,მთელ სულს და გულს დებენ იმ საქმეში რასაც ხელს კიდებენ. ბაიერნი ავიღოთ 19ქულით უსწრებენ მდევარს და ერთი წუთით არ ფიქრობენ ტემპის დაგდებას,ამოსუნთქვას. ვთქვათ პირდაპირ ჩვენ ვართ ასეთები??? აი ამაშია საქმე,თორემ ქართველები რო არავიზე ნიჭიერები არ ვართ,ახალგაზრდების გამოსვლიდანაც ჩანს,ანუ როცა სიზარმაცე და მოუნდომლობა სისხლში არ აქვთ გამჯდარი.
giorgi
14:40 25-02-2014
0

სიახლეები პოპულარული