ულტიმატუმი განას

AutoSharing Option
ფიფამ განის მთავრობას ამ ქვეყნის საფეხბურთო საქმეებში ჩარევის სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განის საფეხბურთო ასოციაციის საკუთარი რიგებიდან გარიცხვით დაიმუქრა.

რამდენიმე დღის წინ განელი სამართალდამცავები საფეხბურთო ასოციაციის ოფისში შეიჭრნენ, ოფისი მიარბიეს და ცხრა კომპიუტერი გაანადგურეს.
"ვიტოვებთ იმედს, რომ განის ხელისუფლება უმოკლეს დროში გადახედავს თავის დამოკიდებულებას ფეხბურთის მიმართ და გადამჭრელი ზომების მიღება არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ სიტუაცია უახლოეს დღეებში არ შეიცვალა, სანქციები არ დააყოვნებს", - ნათქვამია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული