რამდენიმე დღის წინ განელი სამართალდამცავები საფეხბურთო ასოციაციის ოფისში შეიჭრნენ, ოფისი მიარბიეს და ცხრა კომპიუტერი გაანადგურეს.
"ვიტოვებთ იმედს, რომ განის ხელისუფლება უმოკლეს დროში გადახედავს თავის დამოკიდებულებას ფეხბურთის მიმართ და გადამჭრელი ზომების მიღება არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ სიტუაცია უახლოეს დღეებში არ შეიცვალა, სანქციები არ დააყოვნებს", - ნათქვამია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.