არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ხვალ და ზეგ ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება, მანამდე კი მოკლედ გავიხსენოთ ის გზა, რაც მასპინძელმა “ალ ვაჰდამ” და სამხრეთკორეულმა “სეონგამმა” ნახევარფინალამდე გაიარეს.
მსოფლიოს ჩემპიონატში სულ შვიდი კლუბი მონაწილეობს, რომლებიც ექვს კონტინენტს წარმოადგენენ. ორი მონაწილე მხოლოდ აზიას ჰყავს. ტურნირის გახსნით მატჩში “ალ ვაჰდას” პაპუა ახალი გვინეის წარმომადგენლის დამარცხება არ გასჭირვებია. სამაგიეროდ, აზიურ დერბიში არაბებმა კორეელებთან ვერაფერი გააწყვეს და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლასღა დასჯერდებიან.
ჩემპიონატის პირველი სენსაცია კი კონგოურმა “მაზემბემ” მოახდინა. ამ აფრიკული
მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები, ფაქტობრივად ერთმანეთის სეხნიები, “ინტერი” და “ინტერნასიონალი” საქმეში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან და გათამაშების ყველაზე საინტერესო მატჩებსაც მათი მონაწილეობით ვიხილავთ.
მილანელების ტურნირის უალტერნატივო ფავორიტად დასახელება მათი ბოლოდოინდელი არასახარბიელო ფორმის გამო გაგვიჭირდება. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს “ინტერი” შეცვლილ გარემოში. რაფა ბენიტესმა არაბეთში წაიყვანა ჟულიო სესარი და მაიკონი. შეგახსენებთ, ბრაზილიელები ბოლო დროს ტრავმების გამო უქმობდნენ, მაგრამ დღეისთვის თავს უკვე ჯანმრთელად გრძნობენ.
მსოფლიოს ჩემპიონობის მშვენიერი შანსი აქვს ბრაზილიურ “ინტერნასიონალსაც”. ლიბერტადორესის თასის მფლობელის შემადგენლობაში არაერთი ცნობილი და ევროპამოვლილი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგანაც სამი უნდა გამოვარჩიოთ - არგენტინის ნაკრების ყოფილი პირველი მეკარე რობერტო აბონდანსიერი, კიდევ ერთი კიპერი, “ვალენსიაში” ნათამაშები რენანი და ერთ დროს ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული არგენტინელი ანდრეს დ’ალესანდრო.
პირველი ეტაპი
8.12
ალ ვაჰდა (საემიროები)-ჰეკარი იუნაიტედი (პაპუა ახალი გვინეა)
გოლები: 1:0 უგო (40), 2:0 ბაიანო (44), 3:0 ჯუმაა (71)
მეორე ეტაპი
10.12
მაზემბე (კონგო)-პაჩუკა (მექსიკა) 1:0
გოლი: 1:0 ბედი (21)
11.12
სეონგამი (ს. კორეა)-ალ ვაჰდა 4:1
გოლები: 1:0 მოლინა (4), 1:1 ბაიანო (27), 2:1 ოგნენოვსკი (30), 3:1 სუნგი (71), 4:1 დონგი (81)
ნახევარფინალი
14.12 ინტერნასიონალი (ბრაზილია)-მაზემბე
15.12 ინტერი (იტალია)-სეონგამი
15.12 მატჩი V ადგილისთვის
პაჩუკა-ალ ვაჰდა
18.12
მატჩი III ადგილისთვის
18.12
ფინალი