სენეგალელი ლამინ ნდიაიეს მიერ გაწვრთნილი "მაზემბე", რომლის ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც ადგილობრივები შეადგენენ, უკვე შეგვიძლია დავასახელოთ ტურნირის აღმოჩენად – იმისდა მიუხე
დღეს აბუ დაბიში მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება და საინტერესოა, რაფა ბენიტესის გუნდი მაინც გაამართლებს ფავორიტის სტატუსს თუ კიდევ ერთი სენსაციის ავტორი სამხრეთკორეული "სეონგამი" გახდება.
დღესვე მეხუთე ადგილისთვის ერთმანეთს "პაჩუკა" და ადგილობრივი "ალ ვეჰდა" დაუპირისპირდებიან, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.
ნახევარფინალი
მაზემბე (კონგო)-ინტერნასიონალი (ბრაზილია) 2:0
მაზემბე: კიდიაბა, კიმვაკი, კასუსულა, ნკულუკუტა, მიატო, კასონგო, ბედი, ეკანგა, სინგულუმა, კალუიკუტა, კაბანგუ (85. კანდა).
ინტერნასიონალი: რენანი, ბოლივარი, ინდიო, ნეი, კლებერი, გუინასუ, ვილსონ მატიასი, ტინგა (63. ჟულიანო), რაფაელ სობისი (76. ოსკარი), დალესანდრო, ალეშანდრო (63. ლეანდრო დამიაო)
გოლები: 1:0 კაბანგუ (53), 2:0 კალუიკუტა (85)
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)