გალათასარაი ბუნდესლიგას მიადგა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში "ვოლფსბურგიდან" ნაყიდმა ზვიეზდან მიშიმოვიჩმა იმედები ვერ გაამართლა, "გალათასარაის" ხელმძღვანელები ახალ ფეხბურთელებს მაინც გერმანიაში ეძებენ. პოპულარული თურქული გამოცემა "ჰურიეთი" წერს, რომ "გალას" მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ "შტუტგარტის" თავდამსხმელ ჩიპრიან მარიკას დაადგა თვალი. ხსენებული გამოცემა ირწმუნება, რომ "გალათასარაის" სპორტულმა დირექტორმა ადნან სეზგინმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მურატ იალჩინდაგმა შვაბური კლუბის ხელმძღვანელებს კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართეს. "ჰურიეთი" წერს, რომ "გალათასარაი" მზადაა, "შტუტგარტს" ოთხი მილიონი ევრო გადაუხადოს.

მეორე თურქული გამოცემა, "ჰაბერთურქი" კი იუწყება, რომ "გალათასარაი" "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელით,
ლუკას პოდოლსკითაცაა დაინტერესებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, "გალა" "კიოლნს" 6 მილიონ ევროს სთავაზობს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული