დიეგო მარადონა Goal.com-ის დიდების დარბაზში დაასახელეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა 2014 წლის დიდების დარბაზში, საიტის მკითხველთა გამოკითხვის შედეგად, მესამე ფეხბურთელი შეიყვანა - დიეგო არმანდო მარადონა.

დიეგო მარადონა 1977-94 წლებში იყო არგენტინის ნაკრების წევრი და მან 91-ჯერ მოირგო ნაკრების მაისურა. მისი წყალობით არგენტინამ მექსიკაში (1986 წ.) მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო დიეგომ ტურნირის "ოქროს ბურთი" მიიღო.

მისი ბრწყინვალე საკლუბო კარიერის პიკი კი იტალიურ "ნაპოლიში" გატარებული 7 წელიწადია.

შეგახსენებთ, რომ საიტის ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან 15 ლეგენდარული ფეხბურთელი შეარჩიეს, რომელთაგანაც 100 ათასზე მეტმა მკითხველმა ხუთი გამოარჩია და დიდების დარბაზში
შეიყვანა.

დიდების დარბაზში უკვე მოხვდნენ: ზინედინ ზიდანი და პელე. საიტი კიდევ ორ ფეხბურთელს ხუთშაბათს და პარასკევს დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Fენომენი არგამოგრჩEთ
Zali
23:25 12-11-2014
0

სიახლეები პოპულარული