არგენტინა-ხორვატია 2:1 - მარტინომ ტევესი დააბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხორვატიასთან (2:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ამხანაგური მატჩი ლონდონში გაიმართა. მე-11 წუთზე ხორვატები წინ ანას შარბინიმ გაიყვანა, თუმცა კრისტიან ანსალდისა და ლიონელ მესის გოლებით არგენტინამ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.

"მესი მოედანზე საუკეთესო იყო. აგუეროც კარგად თამაშობდა, ასევე ტევესიც. ხორვატებმა ლამაზი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ამავე დროს, მეტოქეზე პრესინგს ვახორციელებდით. მეორე ტაიმში მეტოქე უფრო მეტად შევავიწროვეთ.

მინდა უფრო მეტი ფეხბურთელი ვნახო საქმეში. მომდევნო მატჩში ყველაფერი სხვაგვარად იქნება", - თქვა მარტინომ.

არგენტინა - ხორვატია 2:1
გოლები: 0:1
შარბინი (11), 1:1 ანსალდი (49), 2:1 მესი (პენ; 57)

არგენტინა: რომერო, საბალეტა, ვერჯინი, ფაციო, ანსალდი (სილვა 77), ბანეგა (პერეირა 71), მასკერანო, პერესი, დი მარია (ლამელა 77), აგუერო (ტევესი 62), მესი

ხორვატია: კალინიჩი (ვარგიჩი 89), ლეოვაცი, იედვაი, ლესკოვიჩი (მიტროვიჩი 84), ვრსალკო, მილიჩი (ტომეჩაკი 71), შარბინი (იაიალო 65), ბადეი, კოვაჩიჩი (ჰალილოვიჩი 46), ანტოლიჩი, ჩოპი (როგი 84)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული