ბელგიის ნაკრებისა და გერმანული "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ კაროლინა ლიინენმა გულახდილად მოჰყვა იმის შესახებ, თუ რამ გადააწყვეტინა, საყვარელი მამაკაცისთვის სხვა ბელგიელ ფეხბურთელთან, ლონდონის "ჩელსის" მეკარე ტიბო კუარტუასთან ეღალატა.
როგორც გოგონა ჰყვება, მისი და კევინის დაშორების მიზეზი სწორედ კურტუასთან მისი რომანი გახდა, რომელიც იმხანად მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა...
კაროლინას თქმით, ის განგებ წავიდა ამ ნაბიჯზე, რადგან მანამდე ბრუინი ღალატობდა მას მის საუკეთესო დაქალთან. სწორედ ამის გამო გადაუწყვეტია გოგონას შურისძიება.
2012 წელს კევინმა აღიარა, რომ იმხანად ჩემს საუკეთესო დაქალთან მიღალატა. ის პატიებას მთხოვდა და მეც დავაპირე, მისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძველებური ვეღარ იყო.
შემდეგ დასასვენებლად მადრიდში გავემგზავრე. მაგრამ იქ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ერთ საღამოს ტიბოსგან მივიღე ის, რასაც მთელი სამი წელი ვერ ვიღებდი კევინისგან. მასთან ყველაფერზე ვსაუბრობდი, ტიბომ გემრიელი სადილიც კი მომიმზადა. კევინს მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია.
ჰოდა, მაშინ გავიფიქრე: "კევინმა მომატყუა. რატომ არ უნდა გადავუხადო იმავეთი სამაგიერო?" - იხსენებს ძველ ამბებს კაროლინა.