ნომინანტთა შორის არიან: კლაუდიო ბრავო (ბარსელონა), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), იკერ კასილიასი (რეალი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ტიბო კურტუა (ჩელსი).
საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობას 10 ათასი პროფესიონალი მიიღებს.
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების ნომინანტები (26, 28 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს, შესაბამისად).
მომზადებულია FIFA.com-ის მიხედვით