ქალი ფეხბურთელის საოცარი გოლი "წლის საუკეთესოს" წოდებისთვის იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირლანდიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი სტეფანი როში პირველი ქალი გახდა, ვინც წლის საუკეთესო გოლის გამოსავლენ ფინალში მოხვდა.

ფინალურ სტადიაზე სტეფანის გოლი მოხვდა, რომელიც მან "პიმონტ იუნაიტედის" მაისურით ირლანდიურ ქალთა ლიგაში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ სიაში ეს ერთადერთი გოლი იყო ქალის მიერ გატანილი.

გულშემატკივრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რობინ ვან პერსისა და ხამეს როდრიგესის გოლებთან სტეფანი როშის გოლიც გამოარჩიეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ დღეს. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ჰო, მართლა, გააგრძელეთ ხმის მიცემა", - დაწერა სტეფანმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო გოლის ავტორის
ვინაობა 12 იანვარს გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხლა შევადაროთ ჩვენი ჩასვრილი ფეხბურთელები ამ მშვენიერ მანდილოსანს. კიდე ქეცბაიას აკრიტიკებენ ეს კრეტინები, მწვრთნელს მანდილოსნებიც კი არ ყავდა ნაკრებში, ვაჟკაცებზე ხო საუბარიც ზედმეტია! :)))
zura
11:43 03-12-2014
0
ქეცბაიას ერთი ასეტირომ ყოლოდა, დაცვაში კი არ იჯდებოდა მთელი გუნდი. ქალისთვის კი არა, კაცისთვისაც შესანიშნავი გოლია.
nika
23:39 02-12-2014
0

სიახლეები პოპულარული