ნეიმარის ახალი სატრფო - მკერდსავსე სერბი ტელევარსკვლავი სორაია ვუჩელიჩი [PHOTO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" 22 წლის ფეხბურთელმა ნეიმარმა მას შემდეგ, რაც თავის თანამემამულე მოდელსა და მომღერალ ბრუნა მარკეზინის დაშორდა, ახალი სატრფო მალევე იპოვა. ნეიმარის მორიგი რჩეული სერბი ტელევარსკვლავი სორაია ვუჩელიჩია.

ბრაზილიელ ფეხბურთელსა და რეალითი-შოუ Big Brother-ის მონაწილის რომანზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ინტერნეტში მათი ერთობლივი ფოტო გავრცელდა. მალევე ლამაზმანმა სხვა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავის სალონში "ბარსელონას" 11-ნომრიანი მაისურით პოზირებს.

როგორც ამბობენ, ნეიმარმა და სავსემკერდიანმა სორაიამ ერთმანეთი იბიცაზე, გასულ ზაფხულს გაიცნეს, უკვე ნოემბერში კი ნეიმარმა ბელგრადში მყოფ სატრფოს საკუთარი თვითმფრინავი
გაუგზავნა, რათა რამდენიმე დღე ერთად ბარსელონაში გაეტარებინათ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
7 ნომრიანი მაისური მაგარი იყო. :)
გიორგი
11:51 04-12-2014
0
ეს ხელოვნურად აწყობილი ქალები როგორ გვანან ერთმანეთს
0

სიახლეები პოპულარული