თემურ ქეცბაია: ჩემი 2014 წლის საუკეთესო გუნდი

AutoSharing Option
uefa.com-მა რედაქტორის სვეტში შემოგვთავაზა 2014 წლის სიმბოლური ნაკრები, რომელიც თემურ ქეცბაიამ შეარჩია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თითოეულ ფეხბურთელზე განმარტებებს წერს.

"ჩემს გუნდში ფეხბურთელთა უმრავლესობა გერმანიის ნაკრებიდანაა, რადგან ამ გუნდმა მუნდიალზე დიდებულად ითამაშა.

მეკარე
მანუელ ნოიერი: გაუშვა მხოლოდ 4 გოლი მუნდიალის 7 მატჩში და ის ძლიერია თავის გუნდშიც. ნოიერი რომ საუკეთესო მეკარეა, ამის ბევრი მიზეზი არსებობს.

მცველები
დავიდ ალაბა
: ახალგაზრდა ავსტრიელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მცველია. მან "ბაიერნში" შესანიშნავად ითამაშა, ეს კი ძალიან ძნელია ამ გუნდში.

მათს ჰუმელსი: მიუხედავად იმისა, რომ
"დორტმუნდი" არასტაბილურია, ჰუმელსი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისი გოლები პორტუგალიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვენსან კომპანი: ის, რომ ბოლოს ბელგიის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა, კომპანის დიდი დამსახურებაა.

ფილიპ ლამი: უნივერსალური ფეხბურთელი, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. 2014 წელი მისთვის ფანტასტიკური იყო და ვალმოხდილი წავიდა სანაკრებო ასპარეზიდან

ნახევარმცველები
ტონი კროოსი:
ის ბრწყინვალე იყო მუნდიალზე და სოლიდურად ჩაჯდა "რეალის" სქემაში. ცივსისხლინი კარგი მეპასე და დამრტყმელია.

პოლ პოგბა: ჩემი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ძალიან მომწონდა მისი თამაში საფრანგეთის ნაკრებში. ვხედავ მის დიდ პოტენციალს.

არიენ რობენი: ძალიან რთული ჯგუფიდან გავიდა ჰოლანდიის ნაკრები. რობენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. დიდებული დრიბლიორი და ლიდერია.

თავდამსხმელები
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: თანამედროვე ფეხბურთის ერთი მშვენებაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისგან გოლს ნებისმიერი პოზიციიდან უნდა ველოდოთ.

ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო: მათ უამრავი ფანი ჰყავთ მთელ მსოფლიოში. ეს კი ძალიან ბევრზე მეტყველებს. მათ ლამის ყოველ მატჩში გააქვთ გოლი. ჩემი აზრით, ისინი ერთმანეთისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად ქეცბას გუნდია ეს დააყენა 8 კაცი დაცვაში დამიუშვა მესი რონალდო.
mish
11:11 17-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული