საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თითოეულ ფეხბურთელზე განმარტებებს წერს.
"ჩემს გუნდში ფეხბურთელთა უმრავლესობა გერმანიის ნაკრებიდანაა, რადგან ამ გუნდმა მუნდიალზე დიდებულად ითამაშა.
მეკარე
მანუელ ნოიერი: გაუშვა მხოლოდ 4 გოლი მუნდიალის 7 მატჩში და ის ძლიერია თავის გუნდშიც. ნოიერი რომ საუკეთესო მეკარეა, ამის ბევრი მიზეზი არსებობს.
მცველები
დავიდ ალაბა: ახალგაზრდა ავსტრიელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მცველია. მან "ბაიერნში" შესანიშნავად ითამაშა, ეს კი ძალიან ძნელია ამ გუნდში.
მათს ჰუმელსი: მიუხედავად იმისა, რომ
ვენსან კომპანი: ის, რომ ბოლოს ბელგიის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა, კომპანის დიდი დამსახურებაა.
ფილიპ ლამი: უნივერსალური ფეხბურთელი, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. 2014 წელი მისთვის ფანტასტიკური იყო და ვალმოხდილი წავიდა სანაკრებო ასპარეზიდან
ნახევარმცველები
ტონი კროოსი: ის ბრწყინვალე იყო მუნდიალზე და სოლიდურად ჩაჯდა "რეალის" სქემაში. ცივსისხლინი კარგი მეპასე და დამრტყმელია.
პოლ პოგბა: ჩემი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ძალიან მომწონდა მისი თამაში საფრანგეთის ნაკრებში. ვხედავ მის დიდ პოტენციალს.
არიენ რობენი: ძალიან რთული ჯგუფიდან გავიდა ჰოლანდიის ნაკრები. რობენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. დიდებული დრიბლიორი და ლიდერია.
თავდამსხმელები
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: თანამედროვე ფეხბურთის ერთი მშვენებაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისგან გოლს ნებისმიერი პოზიციიდან უნდა ველოდოთ.
ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო: მათ უამრავი ფანი ჰყავთ მთელ მსოფლიოში. ეს კი ძალიან ბევრზე მეტყველებს. მათ ლამის ყოველ მატჩში გააქვთ გოლი. ჩემი აზრით, ისინი ერთმანეთისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენენ.