იოზეფ ბალტერი: "ახლა "რეალს" "მსოფლიოს მეფეების" წოდება აქვს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მადრიდის "რეალისა" და "სან ლორენსოს" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

"ახლა "რეალს" "მსოფლიოს მეფეების" წოდება აქვს. კომფორტული გამარჯვება იყო, მაგრამ "სან ლორენსო" არასდროს ნებდება.

ასევე ვულოცავ "ოკლენდს". ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოკეანიის გუნდი ბრინჯაოს მედალს იგებს ასეთ ტურნირზე", - დაწერა ბლატერმა "ტვიტერზე".

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული