კულუარული ინფორმაციით, შეხვედრებზე ბლატერმა აღნიშნა, რომ დაიღალა სკანდალებისგან, დაძაბული სამუშაო გრაფიკითა და გამოძიებებით, რომლებიც მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებს უკავშირდება. თუმცა, ფიფას ამჟამინდელ პრეზიდენტს თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
როგორც ირკვევა, 78 წლის შვეიცარიელი ფუნქციონერი თავისი გეგმების შესახებ 2015 წლის იანვრის ბოლომდე გამოაცხადებს. მომავალი არჩევნებისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 29 იანვარს იწურება.