"მოდი, რეალურად შევხედოთ საკითხს, ამ წელს "ოქროს ბურთის" მოგება გამიჭირდება. ვაპირებთ, დაჯილდოების ცერემონიით ვისიამოვნოთ. კრიშტიანოსაც და ნოიერსაც ფანტასტიკური წელი ჰქონდათ.
ერთმა ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, უამრავი რაოდენობის გოლი გაიტანა, ხოლო მეორეს შესანიშნავი წელი ჰქონდა და მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო", - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 იანვარს, თბილისის დროით 21:30 სთ-ზე, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას გალა-დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყება.
სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, ცნობილი გახდება უმთავრესის, 2014
წლის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატი სამია: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი.
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით