FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: დაჯილდოება

12 იანვარს, ციურიხის "კონგრესჰაუსში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა. ცნობილი გახდა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელების (ქალებსა და ვაჟებში) და მწვრთნელების (ქალებსა და ვაჟებში) ვინაობა.

ასევე, დასახელდა წლის სიმბოლური ნაკრები და წლის საუკეთესო გოლის ავტორი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

-align: center;">2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
29 წლის კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია) გახდა მთავარი პრიზის მფლობელი ზედიზედ მეორედ (სულ მესამედ, ერთხელ "ოქროს ბურთი" მან ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" პრიზების გაერთიანებამდე მიიღო).

კრიშტიანო რონალდომ მიიღო ხმების 37,66%. მეორე ადგილზე გავიდა ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) - 15,76%, ხოლო მესამეზე - მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია) - 15,72%.

კრიშტიანო რონალდო: "დარბაზში ვხედავ ჩემს ვაჟს, დედას, ოჯახს... მადლობა ყველას, ვინც კონკურსში ხმა მომცა. მადლობა მწვრთნელს, კლუბის პრეზიდენტს, თანაგუნდელებს, ვისთან ერთადაც ფანტასტიკური წელიწადი გავიარე.

ასეთ კონკურსში გამარჯვება უნიკალური ფაქტია. ასეთივე შემართებით გავაგრძელებ თამაშს და შრომას. მსურს, კვლავ მოვიპოვო ინდივიდუალური და გუნდური პრიზები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელი სამჯერ გავხდებოდი. მსურს, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გავხდე, ეს კი ახალ მსხვერპლს მოითხოვს".

FIFA Ballon d'Or-ის წინა გამარჯვებულები
2010 ლიონელ მესი
2011 ლიონელ მესი
2012 ლიონელ მესი
2013 კრიშტიანო რონალდო
2014 კრიშტიანო რონალდო

ფიფას წლის გუნდი
მანუელ ნოიერი (ბაიერნი) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), დავიდ ლუისი (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), ტიაგო სილვა (პსჟ) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ანხელ დი მარია (მანჩესტერ იუნაიტედი) - არიენ რობენი (ბაიერნი), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2014 წლის მწვრთნელი
გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა 2014 წლის მწვრთნელი. 54 წლის ლიოვის ხელმძღვანელობით, გერმანიის ნაკრებმა მუნდიალი მოიგო.

სხვა ორი ნომინანტი კარლო ანჩელოტი (რეალი) და დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) იყო.

2014 წლის გოლი (პუშკაშის პრიზი)
მადრიდის "რეალის" და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის, ჯეიმს (ხამეს) როდრიგესის გოლი გახდა 2014 წლის საუკეთესო გოლი. ეს ბურთი მან მუნდიალზე ურუგვაის ნაკრების კარში გაიტანა.
იხილეთ გოლის ვიდეო
Sportall.Ge
გამოკითხვაში მონაწილეობა 3,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო. როდრიგესმა ხმების 42% მიიღო.

2014 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ნადინ კესლერი გახდა, მან ხმების 17,52% მიიღო. ნომინანტები იყვნენ: მართა (ბრაზილია) - 14,16% და ემი უამბახი (აშშ) - 13,33%.

* ფიფას ჟურნალისტური პრემია მიიღო იაპონელმა ჟურნალისტმა ჰიროში კაგავამ.
* ფიფას ფეარ პლეის პრიზი ფიფას ვოლუნტარებმა მიიღეს.
* 2014 წლის მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში გახდა რალფ კელერმანი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდუმ ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა
zviadi
10:42 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული