ზოგადადაც, ნაახალწლევს ემოციები ყველაზე მეტად ისევ და ისევ იტალიაში დუღდა. რაც ყველაზე საინტერესოა, "ინტერის" ტიფოზები ხასიათზე მოვიდნენ, რაც ლუკას პოდოლსკისა და ჯერდან შაჩირის დამსახურება ყოფილა, რომელიც თურმე ისეთივე იმპოზანტურია, როგორც კარლ-ჰაინც რუმენიგე.
წავედით!
იტალია
იმპერატორის სელფი
ფელიპე ანდერსონი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია - "ლაციოს" მისი სახით მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რაც ამ უკანასკნელმა რომის დერბის პირველ ტაიმში დაამტკიცა: ჯერ ყვითელი იმპერატორის სელფი
ანდერსონი იქით იყოს და "რომას" გაცილებით დიდი კაცი ჰყავს - "იმპერატორი". ფელიპე ანდერსონი სულ რაღაც 11 თვისა იყო, როცა ფრანჩესკო ტოტიმ 1994 წლის მარტში პირველად ითამაშა იტალიის დედაქალაქის დერბიში.
ტოტიმ კვირას "ლაციოს" წინააღმდეგ მე-40 მატჩი ჩაატარა და "რომამ" ეს დერბი რომ არ წააგო, პირადად დიდი ფრანჩესკოს დამსახურებაა. ტოტიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, მერე კი კონგენიალური გოლით ანგარიში გაათანაბრა და რომაული რეკორდებიდან ახლა ის რეკორდიც მისია, რომელიც აქამდე აკლდა: ტოტი თავისი 11 გოლით ახლა უკვე "დერბი დელა კაპიტალეს" საუკეთესო ბომბარდირიცაა.
რასაკვირველია, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებულ აღნიშვნასაც იმსახურებდა: ტოტი "კურვა სუდთან" მიიჭრა, სმარტფონი დაითრია და გადაიღო "სელფი", რომელიც აქამდეც უნდა ჰქონოდა გადაღებული.
"სელფებს" არასდროს ვიღებ, "სელფების" მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ მომენტის ფოტოზე აღბეჭდვა კი ძალიან მინდოდა", - განაცხადა 38 წლის ტოტიმ მატჩის შემდეგ.
"იმპერატორის" "სელფის" საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: "სელფები" გვეზიზღება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთ ფოტოებს მოკვდავნი იღებენ. "რომას" ლეგენდა ტოტი კი მოკვდავთა სიაში არ წერია. ტოტი უკვდავია, ამ უქმეების შემდეგ კი ყველაზე მაგარი ტიპია ფეხბურთელებს შორის!" - წერდა ბრიტანული "დეილი მეილი".
ამ საქციელისთვის ტოტის ყვითელი ბარათი არ მისცეს. როგორც ჩანს, "სელფის" გადაღებისთვის გაფრთხილებებსაც მხოლოდ მოკვდავთ აძლევენ ხოლმე...
ინტერისტებს სახეები აღარ ჩამოსტირით
"ინტერის" გულშემატკივრებს შედარებით კარგი დრო დაუდგათ. ყოველ შემთხვევაში, "ნერაძურის" თამაში ისეთი მოსაწყენი აღარ არის, როგორც ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ იყო და, თანაც, "ინტერისტებმა" აღმოაჩინეს ლუკას პოდოლსკი, რომელმაც "ჯენოასთან" 50 წუთი საკმაოდ კარგად ითამაშა, მერე კი ძალები გამოელია."ინტერში" ახალთახალი კაცია ჯერდან შაჩირიც (თუ შაქირი, ან როგორც არის), რომელმაც ტიფოზებისგან უდიდესი აპლოდისმენტები დაიმსახურა - მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ უთამაშია და მხოლოდ სარბენ ბილიკებზე ხურდებოდა. ხომ იცით, როგორ უყვართ იტალიელებს გაბუქება - პრესა წერდა, კარლ-ჰაინც რუმენიგეს შემდეგ "ინტერში" ასეთი იმპოზანტური ფეხბურთელი პირველად გადმოვიდაო. ცნობისათვის, იმპოზანტური წარმოსადეგს ნიშნავს...
ყურადღების ცენტრში გუნდის სათადარიგო კაპიტანი მარკო ანდრეოლიც მოექცა. მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ამ უკანასკნელს პირველ ტაიმში მოუწოდა, მაღალი ბურთების ჩაგდებას შეეშვიო და როგორც გაირკვა, ანდრეოლიმ "მანჩოს" ბრძანება უკუღმა გაიგო: ისე უკომპრომისოდ უთავაზა მწვრთნელს ბურთი სახეში, რომ მანჩინი გაიშოტა და ცრემლები წამოსცვივდა, თუმცა მალევე წამოდგა და ნაძალადევი ღიმილით ანიშნებდა, ახლავე შეგცვლიო.
"მანჩომ" მომხდარზე ხუმრობა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც განაგრძო: "მეკარედ არასდროს ვვარგოდი და არც ახლა ვვარგივარ!"
...და სხვა?
"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ჯახი ნამდვილად კარგი საცქერი გამოდგა. მატჩის დაწყებამდე ნეაპოლელი ტიფოზები 4 იანვარს გარდაცვლილ ნეაპოლელ მუსიკოსს, პინო დანიელეს ისე უმღეროდნენ, როგორც ერთ დროს დიეგო მარადონას, მერე კი სან პაოლოზე ტრაგიკულმა სიმშვიდემ დაისადგურა, რადგან "იუვემ" თამაში 3:1 მოიგო.
პოგბასა და ვიდალის ბრწყინვალე გოლების გარდა, აღსანიშნავია მარტინ კასერესის გოლიც, ოღონდ იმიტომ, რომ ის და კიელინი თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ.
ინგლისი
ვოიცეხის მამის უსიამოვნებანი
1-ელ იანვარს "არსენალმა" "საუთჰემპტონთან" 0:2 რომ წააგო, ბრიტანულმა მედიამ ლონდონელთა მეკარე ვოიცეხ შჩესნის კრიტიკის ქარცეცხლი დააყარა. ვერავინ იტყვის, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო იყო, რადგან ვოიცეხი მართლაც ორჯერ შეცდა და ორივეჯერ მძიმედ. ვოიცეხის მამის უსიამოვნებანი
ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვინც შჩესნის დაცვა გადაწყვიტა, მამამისი გახლდათ და უფროსი შჩესნი მთელი კვირის განმავლობაში არ ცხრებოდა - ჯერ სოციალურ ქსელებში აქტიურობდა, მერე კი ინტერვიუები ჩამოარიგა.
ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა, იმ ორ შეცდომასთან ერთად, ვოიცეხ შჩესნის ისიც დაუმატეს, საშხაპეში სიგარეტს ეწევა ხოლმეო.
"საშხაპეში სიგარეტის მოწევა? ნუთუ ინგლისელმა ჟურნალისტებმა ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს? - ცხარობდა უფროსი შჩესნი. - საერთოდაც, ჩემი შვილი მცირეოდენ კრიტიკასაც კი არ იმსახურებს. "არსენალის" წარუმატებლობები ცენტრალური მცველების ბრალი უფროა, განსაკუთრებით კი, გერმანელი პერ მერტეზაკერისა, რომელიც აბსოლუტურად დაჩლუნგდა!"
საინტერესოა, უპასუხებს თუ არა მას მერტეზაკერის მამა.
ესპანეთი
დამუხრუჭებული ეიფორია
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მთელი ვალენსია ეიფორიაში იყო. მიზეზიც ჰქონდათ: "ღამურებმა" "საუკუნეების" განმავლობაში უძლეველი მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხეს და კრიშტიანო და კომპანია დედაქალაქში დაღონებულები გაისტუმრეს. დამუხრუჭებული ეიფორია
"რეალთან" მოგების შემდეგ ვალენსიაში ისეთი ზეიმი ატყდა, თითქოს ესპანეთის ჩემპიონობა ერთი ფეხის ნაბიჯზეღა იყო.
ასეთ აღმაფრენას მოულოდნელი დაღმაფრენა რომ მოსდევს ხოლმე, დაუწერელი კანონია: გასულ უქმეებზე "ვალენსიამ" გვიჩვენა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაანგრიო საკუთარი ოცნების კოშკები.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ვალენსიამ" მხოლოდ 1:1 დააფიქსირა ვიგოს "სელტასთან", რომელსაც ზედიზედ 7 ტურში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.
დღეისათვის კი საქმე იქამდეა მისული, რომ ვალენსიაში "რეალთან" მოგება უკვე დაავიწყდათ, რადგან გუშინწინ "ღამურები" თასზე "ესპანიოლთან" 0:2 დამარცხდნენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბარსა რატო არ ახსენეთ საერთოდ?.. მესიმ მე 100 საგოლე პასი გააკეთა და ბარსა სამივე თავდამსხმელა გაიტანა
ინგლისში მანიუ საუთჰემპტონის სვარკა როგორი საყურებელი იყო? ერთადერთი დარტყმა კარში...