კიევის "დინამო" თავის ფეხბურთელებს ომში გაუშვებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, თუ საჭირო გახდება, ფეხბურთელებს ომში გაუშვებენ.

უკრაინაში მობილიზაცია რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რომელიც 18-იდან 60 წლამდე მამაკაცებს ეხებათ. მთელი წლის განმავლობაში 104 ადამიანის გაწვევა იგეგმება.

"თუკი გუნდის რომელიმე ფეხბურთელს გაიწვევენ, ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. თუკი საჭიროა, რა თქმა უნდა, ომში ყველა უნდა წავიდეს!", - თქვა სურკისმა და დასძინა, რომ სჯობს ფეხბურთელმა თავისი მისია მაინც მოედანზე შეასრულოს, რათა თავისი თამაშით იმედი მისცეს გულშემატკივარს, რომ მალე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს.

კიევის "დინამო" უკრაინის ჩემპიონატში მე-14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 36 ქულით ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცები ხართ კაცები!!!
del piero 10
19:37 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული